შალვა პაპუაშვილი

5 Jul. 2023, 16:15

სამწუხაროა, რომ ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს, უპირველეს ყოვლისა, საზიანოა თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებები, ვინაიდან, გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს, ასევე, სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან. თუკი ის თავად და მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს, რა თქმა უნდა, არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. [...]

ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ, ვინ ხარობს ამით. ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინა-საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობა, ძირითადად ისინი არიან გახარებულები. ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაზე, საქართველოს ელჩმა დატოვოს კიევი და თბილისში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის დაბრუნდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…