5 ქართული ზღაპარი, რომელსაც "პროპაგანდის" გამო აკრძალავდნენ
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში საბავშვო წიგნების შინაარსით აღშფოთებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. ჯერ იყო და ელტონ ჯონის შესახებ გამოშვებული ბროშურის გამო "ლგბტ პროპაგანდაში" მაკდონალდსი დაადანაშაულეს. ცოტა ხნის წინ სულაკაურის გამომცემლობაში "დედების სახელით" რამდენიმე ადამიანი მივარდა — ისინი გამომცემლობას შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპრისა და წიგნისთვის ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ეჩხუბნენ. ამას თან ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაც დაერთო, რომელმაც წლიური მოხსენების წარდგენისას სულაკაურის გამომცემლობა "ლგბტ პროპაგანდაში" დაადანაშაულა. ღარიბაშვილს კონკრეტული წიგნი არ უხსენებია, თუმცა, დიდი ალბათობით, ისიც შარლ პეროს ზღაპარზე საუბრობდა.
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ცნობილ მეცნიერ, კოსმონავტ, ლიდერ ქალებზე რეალური ისტორიებს აერთიანებს. შარლ პეროს იმ "ავადსახსენებელ" ზღაპარში ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაგიჟებული მეფე საკუთარ შვილზე დაქორწინებას გადაწყვეტს. საინტერესოა, როგორ უნდა მოუწამლოს ბავშვს გონება ქალთა უფლებებზე დაწერილმა წიგნმა ან როგორ არ უნდა ჰქონდეს უფროსს იმის უნარი, რომ ბავშვის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მეფემ თავისი შვილი შეირთოს ცოლად, უბრალოდ უპასუხოს, რომ არა, არ შეიძლება.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, უფროსებმა საბავშვო წიგნების გააზრების ნაცვლად, მათი გამომცემლების, მთარგმნელების, ავტორებისა და მკითხველების "ლგბტ პროპაგანდაში" დადანაშაულება გადაწყვიტეს და ცენზურის იდეასაც დიდი სიამოვნებით ჩაეჭიდნენ. როგორც ჩანს, წიგნების აკრძალვა და საბჭოთა კავშირში დაბრუნება ბევრისთვის ცუდი აზრი სულაც არაა — იმ საბჭოთა კავშირში, რომელშიც სიტყვის, გამოხატვისა და ხელოვნების თავისუფლება არ არსებობდა.
რადგანაც საზოგადოების ნაწილს ყველა საბავშვო წიგნში პროპაგანდა ელანდება, დროა, ქართულ ზღაპრებსაც გადავხედოთ — ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ქართულ ხალხურ ზღაპარს, რომელსაც შარლ პეროსთან ერთად "პროპაგანდის" გამო აკრძალავდნენ.
1. კომბლე
ყველასთვის საყვარელ კომბლეს დღეს იარაღის დამზადების, შენახვისა და ტარების პროპაგანდისთვის აკრძალავდნენ, რადგან მთავარი პერსონაჟი დღე და ღამე ზის, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს. რას ვასწავლით ბავშვებს?!
2. ასფურცელა
ცნობილ ზღაპარში ძმები გზას დაადგებიან და იმისთვის, რომ დამ მარტივად მიაგნოს, გზად ხახვის ფურცლებს ყრიან, ამიტომ ასფურცელას გარემოს დაბინძურების პროპაგანდაში დასდებდნენ ბრალს. ვაი და, ვინმემ ეს გენიალური ხერხი მართლა გამოიყენოს?!
3. გაუცინარი ხელმწიფე
ზღაპრის მთავარი გმირი, როგორც მიხვდებოდით, გაუცინარი ხელმწიფეა, რომლის ღიმილიც ჯერ არავის უნახავს. იმის ნაცვლად, რომ ამბავმა ბავშვებს კარგი მაგალითი მისცეს, ცხოვრებით უკმაყოფილების პროპაგანდას ეწევა. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ზღაპარი ძალიან საშიშია, რადგან ქვეყანა საათივითაა აწყობილი და წყენისა და გაბრაზების მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს!
4. ვაჟად ქცეული ქალი
მგონი, სათაურით ყველაფერი ნათქვამია. ზღაპარში ქალი მამის ტანსაცმელს ჩაიცვამს, თავს კაცად გაასაღებს და მის ადგილას დაიწყებს მუშაობას, რითაც ცალსახად "ლგბტ პროპაგანდას" უწყობს ხელს!
5. წიქარა
ცნობილი ზღაპარში პატარა ბიჭი თავის საყვარელ ხართან, წიქარასთან ერთად, დედინაცვალს გაექცევა, სახლიდან რამდენიმე ნივთს მოიპარავს და უკან დადევნებულ ღორს ხან სავარცხელს და ხანაც სალესავს ესვრის. ეს ამბავი ქურდობისა და სხვისი ქონების დაზიანების პროპაგანდის კარგი მაგალითია, თანაც წიქარაზე ზღაპრის წაკითხვა, ვინ იცის, რამდენ ადამიანს აქცევს მოლაპარაკე ხარად? ამაზე არ გიფიქრიათ?
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები