"ფულის მახე" — The Guardian ნეტფლიქსის Extraction 2-ს ერთი ვარსკვლავით აფასებს
ფოტო: Netflix
სულ რამდენიმე დღის წინ შედგა ნეტფლიქსის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერა, რომელსაც ქართველი კინომოყვარულები განსაკუთრებით ელოდებოდნენ. საქმე ისაა, რომ Extraction 2-ში კრის ჰემსვორტის მხარდამხარ ქართველი მსახიობები მონაწილეობენ: თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, დათო ბახტაძე, თორნიკე ბზიავა, ანდრო ჯაფარიძე, ირაკლი კვირიკაძე და სხვები.
დიდი მოლოდინის მიუხედავად, როგორც ჩანს, ფილმით კმაყოფილი ყველა არ დარჩენილა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian, რომელიც გულწრფელი მიმოხილვებით გამოირჩევა ხოლმე, ნეტფლიქსის ახალ ფილმს 5-დან მხოლოდ 1 ვარსკვლავით აფასებს. მიმომხილველი პიტერ ბრედშოუ წერს, რომ Extraction 2 სხვა არაფერია, თუ არა "ფულის მახე".
"სცენარისტი ჯო რუსო და რეჟისორი სემ ჰარგრეივი მორიგი მსუყე ექშენის შესაქმნელად გაერთიანდნენ", — წერს მიმომხილველი, — "ჰემსვორტი ისევ ტაილერ რეიკს ასრულებს, დიდსულოვან დაქირავებულ მებრძოლს, რომელიც წინა ფილმის დასასრულს, რატომღაც, მკვდრად ჩავთვალეთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ, უბრალოდ, ძალიან, ძალიან ცუდად ყოფილა.
"ფილმის დასაწყისში უჩვეულოდ ზერელე კადრებით ვხედავთ, რომ რეიკის ვითომ-გვამს პოულობენ და დუბაის მდიდრულ და გასაიდუმლოებულ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას უწევენ, მერე კი ძველებურად ახოვანი ტაილერი გადაწყვეტს, თავისი ყოფილი ცოლის და და მისი შვილები დაიხსნას მოძალადე ქმრისგან, რომელიც ბანდის მეთაურია (იმ ყოფილ ცოლს სერიოზული ფული უნდა ჰქონოდა, ამხელა ოპერაცია რომ დააფინანსა).
"[...] Extraction-ის პირველი ნაწილი გასართობად გამოდგებოდა, მაგრამ ეს ფილმი, ცინიკურად, მხოლოდ ფულის მახეა".
თუმცა, მაყურებლების უმეტესობა The Guardian-ის მიმომხილველივით სულაც არ ფიქრობს. კინოფილმების მონაცემთა ინტერნეტ ბაზაზე (IMDb) Extraction 2-ს, 29 ათას შეფასებაზე დაყრდნობით, 10-დან 7,2 ქულა აქვს. ხოლო კინომოყვარულების პლატფორმა Rotten Tomatoes-ის ათასზე მეტი მომხმარებლიდან 89 პროცენტმა ფილმს დადებითი შეფასება მისცა.
Extraction 2-ში ქართველი მსახიობების მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შევიტყვეთ. მანამდე კი ისიც ვიცოდით, რომ ფილმში ქართველ ჰალკად წოდებულ მკლავჭიდელს, ლევან საგინაშვილს, ვიხილავდით.
აღსანიშნავია, რომ დათო ბახტაძისთვის ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მონაწილეობა უცხო გამოცდილება არ არის — მსახიობმა რამდენიმე წლის წინ ბენ-ჰურის ახალ ეკრანიზაციაში ითამაშა.
ფოტო: Netflix
Extraction 2-ის დიდი ნაწილი პრაღაში გადაიღეს. მართალია, თავიდან გადაღებები ავსტრალიაში იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.
რაც შეეხება Extraction-ის პირველ ფილმს, ენდი პარკსის გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული კინოსურათი 2020 წელს გამოვიდა და 99 მილიონზე მეტი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ყურებადი ორიგინალური ნამუშევარი გახდა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები