კვანტურმა კომპიუტერმა სუპერკომპიუტერი დაჯაბნა — ეს რთული მათემატიკური დავალების შესრულებისას მოხდა
კლასიკური სუპერკომპიუტერების მიღმა
მომავალი კომპიუტერებისაა. თუმცა, როგორი იქნება თავად კომპიუტერების მომავალი?
IBM-ის კვანტურმა კომპიუტერმა კლასიკური სუპერკოპიუტერი რთული მათემატიკური გამოთვლებისას დაჯაბნა. ეს პირველი შემთხვევაა, რა დროსაც 100+ ქუბიტზე კვანტური კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.
კვანტურ მექანიკაში ამ მოვლენას სუპერპოზიციასაც ეძახიან. კვანტურ კომპიუტერებზე მომუშავე მეცნიერები სწორედ სუპერპოზიციის გამოყენებას ცდილობენ. თუმცა, რადგან სუპერპოზიცია შეიძლება დაირღვეს გარე ჩარევის შემთხვევაში, კვანტური კომპიუტერების "დამორჩილება" რთულია.
მეცნიერები ცდილობდნენ უზრუნველყონ შესაბამისი გარემო, სადაც ურთიერთქმედება ნაკლები იქნება. ამიტომ, ქუბიტების გაზრდა პრობლემურია. თუმცა, აქ ერთი პარადოქსია, რაც ნაკლებია ქუბიტი, მით სუსტია კვანტური კომპიუტერი — და პირიქით.
და აი ახლა, მკვლევართა ჯგუფმა IBM-ში, აბჰინავ კანდალას ხელმძღვანელობით, კვანტური კომპიუტერი კლასიკურ სუპერკომპიუტერს შეაჯიბრა.
Eagle — IBM-ის კვანტურმა კომპიუტერმა 127 ქუბიტი გამოიყენა. კომპიუტერებს ატომების სავარაუდო ქცევის გამოთვლა დაევალათ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ განტოლებების ამოხსნა შეიძლებოდა გარკვეული რაოდენობის ნაწილაკებისთვის. თუმცა, როდესაც ნაწილაკების რაოდენობა გაიზარდა, დავალების შესრულება გართულდა. საბოლოოდ, გამოთვლები იმდენად რთული გახდა, რომ სუპერკომპიუტერი ვეღარ გაუმკლავდა მას.
სუპერკომპიუტერისგან გასხვავებით, კვანტურმა კომპიუტერმა ციფრების გამოთვლა გააგრძელა. საინტერესოა, რომ მკვლევრებს უბრალოდ ფიზიკურად არ გააჩნდათ მეთოდი, რის მიხედვითაც კვანტური კომპიუტერის გამოთვლები გადამოწმდებოდა. თუმცა, გამოთვლები მიზეზშედეგობრივი იყო.
კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები