ევროკავშირის მხარდაჭერით, კონკურს Meliora 2022-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტო: CSRDG
ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 30 მაისს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართა.
კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია. კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ბიზნეს კომპანიები მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში.
წლევანდელ ღონისძიებაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.
"კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნეს კომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარებათ ბიზნესკომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას", — აღნიშნავს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორი, ეკა ურუშაძე.
საზეიმო ღონისძიებას 250 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:
მწვანე ინიციატივა
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია თეგეტა ჰოლდინგი გახდა, პროექტით — თეგეტა გარემოსთვის;
- გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია ბიოდიზელ ჯორჯია გახდა, პროექტით —ბიოსაწვავი ნარჩენებისაგან — სუფთა გარემო და ენერგოდამოუკიდებლობა.
პასუხისმგებელი დამსაქმებელი
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია მეიჯერელ საქართველო გახდა, პროექტით — Feel Good.
საზოგადოების მხარდაჭერა
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია ეიპიემ ტერმინალს ფოთი გახდა, პროექტით — ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის;
- გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია ედენა გახდა, პროექტით — ედენას გოგოების მხარდაჭერა მოტივაციადაკარგულ ქალებს.
სექტორთა პარტნიორობა — გაზიარებული პასუხისმგებლობა
- გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია Qwerty გახდა, Supergmiri.ge-ს მხარდაჭერისთვის.
გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია თიბისი ბანკი გახდა, პროექტით — 2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში.
წლის CSR მენეჯერი
- გამარჯვებული ბიმ კუბის CSR მენეჯერი, ანა კუხალეიშვილი გახდა.
წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია
- აღნიშნულ კატეგორიაში ემბისიმ გაიმარჯვა.
კონკურს Meliora 2022-ის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუა, ლატვია და უნგრეთი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
კონკურსი იმართება წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სამთავრობო უწყებებისა და მედია ორგანიზაციების მხარდაჭერით. Meliora 2022-ის სპონსორები არიან: Moore abc, სარაჯიშვილი, სასტუმრო ბილტმორი თბილისი და Enagram.
კონკურსი გაიმართა პროექტის — სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად — საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის, შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი და დააარსა ყველაზე გამორჩეული ჯილდო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში — Meliora.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები