საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თაროს სამოყვარულო ტურნირი იწყება
ფოტო: საქართველოს ბანკი
კითხვის მოყვარული, სხარტი და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის წიგნების თაროს სამოყვარულო ტურნირზე რეგისტრაცია დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა, შექმნათ სამი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდი და გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
წიგნების თაროს სატელევიზიო ფორმატისგან განსხვავებით, სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობას 100-ზე მეტი გუნდი ერთდროულად მიიღებს. ისინი ერთმანეთს სამი ტურის განმავლობაში შეეჯიბრებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურნირის ფარგლებში 39 რაუნდი და 3 ბლიცი ჩატარდება.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს განათლებისა და ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ წიგნების თაროსთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთობლივი ინიციატივით წელს უკვე მეათე სტუდენტური სეზონი ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 223-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამეცნიერო თუ ლიტერატურული სფეროთი დაინტერესებას. წიგნების თაროს სამოყვარულო ტურნირი სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ინტელექტუალური თამაშებით დაინტერესებული, კითხვის მოყვარული ახალგაზრდებისთვის ახალი და საინტერესო შესაძლებლობების შექმნას ემსახურება", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა წიგნების თაროს ონლაინ სკოლა მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ჰპირდება.
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
კომენტარები