დილარ ხაბულიანი

18 May. 2023, 18:31

[ნინო ნიშნიანიძე] ეროვნული ხელისუფლების დროს გავიცანი და მას შემდეგ მოვდივართ და ვიცნობ ძალიან კარგად. უფრო კარგ ადამიანს, კომპეტენტურს, განათლებულს, "ოცნებაზე" ლაპარაკი და რაღაც კლანზე საუბარი, გამორიცხულია. ის არის დამოუკიდებელი, უნიჭიერესი, უწესიერესი ადამიანი, მე მას პირადად ვიცნობ.

როდესაც მისი კანდიდატურა განიხილეს, მე მოვედი პარლამენტში, არ ვიყავი ვალდებული, რომ ჩამებარებინა ვინმესთვის, მაგრამ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ოპოზიციონერებს, ყველას განვუცხადე, რომ ამ ადამიანს ვუჭერდი მხარს...

მე არ დამიჭერია მხარი [სხვა კანდიდატებისთვის], მე დავუჭირე მხარი, ვისაც ვუჭერდი და როცა დადგება მისი კანდიდატურა, აუცილებლად დავუჭერ.

ამის შესახებ დეპუტატმა, დილარ ხაბულიანმა ფორმულას განუცხადა. 17 მაისს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. კვორუმისთვის 90 ხმა იყო საჭირო. უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც გამოუცხადეს.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…