ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა — პარტნიორი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
კომპანია ჯი ბი სიმ, რომლის მიერ გამომუშავებულ ენერგიას, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ორგანიზაციები მოიხმარენ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 150 000 ევროს ინვესტიციით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები ახალციხის რაიონ, დაბა ვალეში მდებარეობს.
"ახალციხეში, დაბა ვალეში მზის ელექტროსადგურს 2021 წლიდან მოვიხმართ. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციით კი, დამატებით 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები დავამონტაჟეთ, რომლის წლიური გამომუშავება 710 მეგავატი იქნება. ინვესტიციის უკუგების პერიოდი 5 წელია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ასევე, ზოგადად მწვანე ენერგიის განვითარებისთვის. ჯანსაღ გარემოსთან ერთად ეს არის იაფი და ხელმისაწვდომი ენერგია ყველასთვის. მისი დიდი უპირტესობაც ის არის რომ მას არ სჭირდება გაყვანილობა და მისი დამონტაჟება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. მზის პანელების გამოყენება ეფექტური საშუალებაა ბიზნესის განვითარებისთვის", — აღნიშნავს კომპანია ჯი ბი სის დირექტორი და დამფუძნებელი, ვალერი ჩიტაშვილი.
"მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აქტიურადაა დაინტერესებული გახდეს ეკომეგობრული კომპანია. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, თუ ეს ერთდროულად გულისხმობს გარემოს ზრუნვასა და ბიზნესის განვითარებას. ჩვენი პარტნიორობა კომპანია ჯი ბი სისთან სულ რამდენიმე თვეს ითვლის. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რადგან კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების საკითხი, ის რაც მზის ელექროსადგურების მეშვეობით არის შესაძლებელი. კომპანია ამით ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისარგებლონ მათ მიერ გამომუშავენული ენერგიით", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით შექმნა მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი — ენერგოკრედიტი. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები