eSim ბენეფიტები — 5 მიზეზი თუ რატომ უნდა გამოიყენო eSim
ფოტო: სილქნეტი
სმარტფონის მწარმოებლები ნელ-ნელა მიიწევენ eSim-ის სრულმასშტაბიანი დანერგვისკენ. eSIM მობილურ ტელეფონში ჩაშენებული ციფრული ნომერია, ის ორჯერ პატარაა ნანო SIM-ზე, მუშაობს იგივე ქსელის პირობებში, გაცილებით მეტი შესაძლებლობა და უპირატესობა გააჩნია. eSIM -ს მოდული ვირტუალურია. მასზე გააქტიურებული ნომრის ცვლა პროგრამულად ხდება და არ საჭიროებს მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრში ვიზიტს.
უკვე არსებობენ მობილური ტელეფონების ისეთი მოდელები, რომლებიც მხოლოდ eSim-ზე მუშაობენ. ასეთია iPhone 14, რომელიც აშშ-ს ბაზარზე იყიდება და ტრადიციული SIM ბარათის მხარდაჭერა არ გააჩნია. რაც შეეხება ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებს, მათი მწარმოებლები, ახალ მოდელებში eSim ტექნოლოგიას შედარებით ფრთხილი მიდგომით ნერგავენ.
რატომ არის eSim-ის ფართომასშტაბიანი დანერგვა უფრო მომგებიანი სმარტფონის მწარმოებლებისთვის ან მობილური ოპერატორებისთვის? მიზეზი ცხადია: ციფრული ნომრის დანერგვით, მწარმოებლები ამცირებენ ფიზიკური მოწყობილობების ხარჯს, რომელიც ტრადიციული SIM ბარათის ინტეგრაციას ახლავს, მობილური ოპერატორებისთვის კი, ბევრი ბიზნეს შესაძლებლობა ჩნდება: თუნდაც მომხმარებლებისთვის IoT (Internet of Things) სერვისების შეთავაზების კუთხით, რითაც ბაზარზე კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაიმყარებენ.
ბიზნეს კომპანიების კუთხით eSim-ის დანერგვის მნიშვნელობა გასაგებია. სტატიაში კი eSim-ის იმ 5 უპირატესობაზე და სარგებელზე გაიგებთ, რის გამოც აღნიშნული ტექნოლოგია მომხმარებლებისთვის მომხიბლავი შეიძლება იყოს.
1. ერთი მოწყობილობით შესაძლებელია რამდენიმე ციფრული ნომრის გამოყენება
ფოტო: სილქნეტი
eSim-ის დანერგვა მასიურად გარდაქმნის მობილურ ინდუსტრიას. ერთი მოწყობილობით მომხმარებელს უკვე შეუძლია ჰქონდეს რამდენიმე ნომერი, მარტივად გადავიდეს ნომრიდან ნომერზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაიაქტიუროს eSIM-ი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
eSim-ის მთავარი უპირატესობა არჩევანის შესაძლებლობაა. აბონენტს საშუალებას აძლევს ისარგებლოს სხვადასხვა ნომერზე გააქტიურებული, მომგებიანი პირობებით. მაგალითად: ნომერზე A მომხმარებელი ირთავს ინტერნეტს, ბაზარზე ყველაზე იაფად, ხოლო ნომერზე B — სასაუბრო წუთებს. ასეთ დროს აბონენტს შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს სხვადასხვა eSim-ზე ორივე შეთავაზებით და მოირგოს პირობები საჭიროების მიხედვით.
გარდა ლოკალური ბენეფიტებისა, eSim -ის მომსახურება, როუმინგის შემთხვევაში, უფრო იაფია, რადგან არსებობს სატარიფო პაკეტები, რომელიც პირდაპირ ამ ციფრულ ნომრებზეა მორგებული. ეს უნივერსალური მოდული მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოგზაურობისას, საქმიანი ვიზიტისას, მომენტალურად ჩაერთოს სხვა ქვეყნის ქსელში იგივე მოწყობილობით და ადგილობრივი eSim გაიაქტიუროს ციფრულად, რომელსაც შეინახავს პროფილად და სამომავლოდაც გამოიყენებს.
სმარტფონებს eSim-ის მხარდაჭერით, ერთდროულად რამდენიმე ბარათის გააქტიურების ფუნქცია აქვთ. მაგალითად iPhone 14-ზე შეგიძლიათ 8-ზე მეტი eSim-ის შენახვა. ეს საშუალებას იძლევა უკეთ გადაანაწილოთ ნომრები საჭიროებების მიხედვით. მართალია, 8 ნომერს ერთად ვერ გამოიყენებთ, მათგან მხოლოდ ორი შეიძლება იყოს ერთდროულად აქტიური, მაგრამ სხვა ნომრებს ჩაირთავთ მომენტალურად, როგორც კი ამის საჭიროება დადგება.
2. eSim პროფილი
თუ იცით, როგორ ისარგებლოთ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროფილით - ერთი პირადი მოხმარებისთვის, მეორე ბიზნესისთვის და ა.შ, იგივენაირად შეგიძლიათ შექმნათ eSim პროფილები. მომხმარებელი ინახავს გაჯეტზე რამდენიმე eSim პროფილს, რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა დანიშნულებით, გამოიყენოს სხვადასხვა ნომერი. როგორც სოც.ქსელებში, აქაც შეძლებს დაარქვას თითოეულ ციფრულ ნომერს სახელი, შეინახოს და გადაანაწილოს კონტაქტები საჭიროებების მიხედვით, ასევე მიიღოს ზარები ერთდროულად ორ eSim-ზე. მთავარია სმარტფონს ჰქონდეს eSIM-ის მხარდაჭერა.
3. ციფრული ნომერი — მეტი უსაფრთხოება
ფოტო: სილქნეტ
ახალი თაობის მობილურ ტელეფონზე, რომელზედაც პლასტიკური სიმ ბარათის ნაცვლად, ციფრული ნომერია ჩაშენებული, მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, სხვა პირი ვერ ახერხებს სიმ ბარათის მოშორებას, ისე როგორც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაში ხდება. თქვენს მობილურზე საკუთარ ნომერს ისე ვერ გამოიყენებს სხვა, რომ eSim ნომერი გააქროს. ასევე, სმარტფონიდან არ ქრება მფლობელის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც კავშირშია სიმ ბარათთან. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ eSim არსებობა ვერ უზრუნველყოფს ციფრულ უსაფრთხოებას. მასთან ერთად მნიშვნელოვანია რთული პაროლის, ბიომეტრიული ვერიფიკაციისა და სხვა დამცავი მეთოდების გამოყენება.
4. სმარტფონის შიდა ფიზიკური სივრცის გაზრდა
როდესაც საუბარია eSim-ის უპირატესობებზე, სმარტფონის შიდა ფიზიკური სივრცის ზრდაც ამ ბენეფიტის ნაწილია. თანამედროვე მოდელებისთვის თითოეული სანტიმეტრი ძალიან მნიშვნელოვანია. დამატებით, თუნდაც, ერთ სანტიმეტრიანი ადგილი, მწარმოებელს საშუალებას აძლევს, მოწყობილობაში გამოიყენოს სხვა სქემებისთვის და მოდულებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ eSim-ის მოცულობა ნანო სიმზე დაახლოებით 2,4-ჯერ მცირეა, მწარმოებელი ცდილობს სიმ ბარათისთვის განკუთვნილი სივრცე ეფექტურად გამოიყენოს და მძლავრი აკუმულატორის, პროცესორის, ჩიპების და სხვა ნაწილების ინტეგრაცია მოახდინოს, რაც აუმჯობესებს სმარტფონის მუშაობის ხარისხს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლისუნარიანობას.
5. უკეთესი დაცვა წყლისგან და მტვერისგან
2016 წელს, Apple გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ე.წ ჯეკი ახალი მოდელებიდან გააქრო. თუმცა, წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თუნდაც, სრულიად წყალგამძლე მოწყობილობის შესაქმნელად, ეს ცვლილება მნიშვნელოვან დაცულობას უზრუნველჰყოფდა.
უნდა ითქვას, რომ სრულად eSim-ზე გადაწყობილი სმარტფონი ავტომატურად მიუთითებს იმაზე, რომ ასეთ მოდელებს, შიდა ნაწილებში შესაღწევად, უფრო ცოტა გზას და მინიმალურ პორტს უტოვებენ. სმარტფონებიდან დამატებითი პორტების მოშორება, ცალსახად ზრდის შანსს, რომ მოწყობილობა იყოს მწყობრში უფრო დიდხანს. eSim-ით სრულად ჩანაცვლება კიდევ უფრო გაუხანგრძლივებს სმარტფონებს მწყობრ მდგომარეობას.
როგორ გავააქტიუროთ eSim?
ფოტო: სილქნეტი
eSim-ის გააქტიურება ისეთივე მარტივია, როგორც თავად ეს ციფრული მოდული. ოფისში მიუსვლელად ერთვებით ქსელში და მომენტალურად იაქტიურებთ ნომერს ან რამდენიმე ნომერს ერთად.
ინსტრუქცია iOS-სთვის:
- პირველ რიგში შეამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს სმარტფონს eSim-ის მხარდაჭერა;
- იმ შემთხვევაში თუ თქვენს სმარტფონს აქვს eSim-ის მხარდაჭერა, შემდეგ უნდა შეიძინოთ eSim ნომერი, რაც მარტივადაა შესაძლებელი ონლაინ;
- გადადით თქვენი მობილური ტელეფონის Setting-ებში და აირჩიეთ "Mobile Data";
- აირჩიეთ "Add Data Plan";
- დაასკანერეთ QR კოდი, რომელიც მიიღეთ eSim-ის შეძენის შემდეგ ან შეიყვანეთ მონაცემები ხელით;
- მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს, რა ასახულია ეკრანზე, QR კოდის დასკანერების შემდეგ;
- მზადაა, eSim-ის გააქტიურების შემდეგ თავისუფლად შეძლებთ მის გამოყენებას ზუსტად ისე, როგორც იყენებდით ფიზიკურ Sim ბარათს.
ინსტრუქცია Android-ისთვის:
- პირველ რიგში შეამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს სმარტფონს eSim-ის მხარდაჭერა;
- იმ შემთხვევაში თუ თქვენს სმარტფონს აქვს eSim-ის მხარდაჭერა, შეიძინეთ eSim ნომერი, რაც მარტივადაა შესაძლებელი ონლაინ;
- შედით Setting-ებში და აირჩიეთ "Network & Internet";
- აირჩიეთ "Mobile Network";
- აირჩიეთ "Advanced" და შემდეგ "Carrier";
- დააჭირეთ "Add Carrier"-ს;
- დაასკანერეთ QR კოდი, რომელიც მიიღეთ eSim-ის შეძენის შემდეგ ან შეიყვანეთ მონაცემები ხელით;
- მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს QR კოდის დასკანერების შემდეგ;
- eSim თქვენს სმარტფონშია!
დასკვნის სახით
გაჯეტების ევოლუციამ სიმ-ბარათების ტრანსფორმირების აუცილებლობა მოიტანა. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, ფიზიკურ Sim ბარათი მალე წარსულს ჩაბარდება და ახალ მოდელებზე მას eSim სრულად ჩაანაცვლებს. პლასტიკური სიმ ბარათისთვის განკუთვნილ სივრცეს ახალი მიკროსქემები და ჩიპები დაიკავებს, რამაც კიდევ უფრო მრავალფუნქციური უნდა გახადოს სმარტფონი.
eSim არ არის უახლესი ტექნოლოგია, ის უკვე არსებობს რამდენიმე წელია. ბენეფიტების მიუხედავად, მისი წარმოება და გავრცელება შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთი მხრივ, ესაა მომხმარებელში დაბალი ცნობადობა, სმარტფონების მწარმოებლებისგან მცირე ინტერესი და eSim-ის დანერგვის სიფრთხილე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოდელების ფასი და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა.
ამ მხრივ, Apple უფრო თამამ ნაბიჯებს დგამს და უკვე გეგმავს ახალი მოდელების სრულად eSim სტრუქტურაზე გადააწყოს. მაღალი კონკურენციის პირობებში, სხვა ბრენდებსაც მოუწევთ ბაზრის კარნახს მოარგონ სამომავლო გეგმები. ამის ნათელი მაგალითია "ჯეკის" გარეშე წარმოებული კატეგორია, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ iPhone-მდე არსებობდა, სწორედ ამ მოდელის დანერგვის შემდეგ აიტაცა ბაზარმა.
eSIM ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა. ამ ტექნოლოგიის მომსახურების არეალი დღითი დღე ფართოვდება ყველა კონტინენტზე. ციფრული უნივერსალურობის გამო eSIM-ის მომხმარებელი ყოველთვის იქნება უპირატეს მდგომარეობაში.
-
ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა
გადახედვა
-
რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება
გადახედვა
-
"ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატარებთ აქციას" — კახა წიქარიშვილმა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა "ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატარებთ აქციას" — კახა წიქარიშვილმა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა
გადახედვა
-
ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა
გადახედვა
-
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1 სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
-
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან
-
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
გადახედვა
-
უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა
-
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
გადახედვა
-
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
გადახედვა
-
ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
გადახედვა
-
ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია
გადახედვა
-
"ჯერ საქართველოს" ამოცანა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული იდეის ადვოკატირებაა — ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას "ჯერ საქართველოს" ამოცანა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული იდეის ადვოკატირებაა — ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
"ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე "ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე
გადახედვა
-
სეს: "როიალ ფიშ ბათუმიდან" 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღეს სეს: "როიალ ფიშ ბათუმიდან" 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღეს
გადახედვა
-
Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა
გადახედვა
კომენტარები