ჯეიმს ვების ტელესკოპმა უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინა — მზეზე 10 მილიონჯერ მასიური
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინა. მეცნიერების თქმით, ეს ამ ეტაპზე ცნობილთაგან ყველაზე ძველი კოსმიური მონსტრია.
სუპერმასიური შავი ხვრელის მასა მზისაზე 10 მილიონჯერ მეტია. ის პატარა გალაქტიკის ცენტრშია, რომელიც სამყაროს გაჩენიდან 570 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა.
შავი ხვრელის წარმოშობა დაკავშირებულია პერიოდთან, როდესაც სამყარო დაახლოებით 100 მილიონი წლის იყო. ასტრონომებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ რატომ არსებობდა ამდენი შავი ხვრელი სამყაროს ასეთ საწყის ეტაპზე. ბოლომდე გაუგებარია ისიც, თუ როგორ გახდნენ ისინი ასეთი მასიურები.
მეცნიერებმა უძველეს შავ ხვრელთან დაკავშირებული კვლევა arXiv-ზე გამოაქვეყნეს.
"ეს არის უძველესი შავი ხვრელი, რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია. თუმცა, მსგავსი ობიექტები კიდევ უნდა იყოს. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გასაოცარი ინსტრუმენტია — ის ძალიან ახალგაზრდა სამყაროს შესწავლის საშუალებას გვაძლებს. და აი ისიც, უძველესი შავი ხვრელი!", — თქვა კვლევის ავტორმა, რებეკა ლარსონმა.
შავი ხვრელები გიგანტური ვარსკვლავების დაშლის შედეგად ჩნდება. ისინი მასაში გაზის, მტვირს, ვარსკვლავებისა და სხვა კოსმოსური ობიექტების შთანთქმით იმატებენ. შავი ხვრელები მატერიის შთანთქმისას შუქს ასხივებენ, რომლის აღმოჩენაც ტელესკოპებითაა შესაძლებელი.
რაც უფრო ღრმად იხედება ტელესკოპი, მით უფრო შორეულ წარსულს აფიქსირებს ის. ამაში დღეს ჯეიმს ვების ტელესკოპს ბადალი არ ჰყავს. კონკრეტული შავი ხვრელის დასაფიქსირებლად, ასტრონომებმა ორი ინფრაწითელი კამერა გამოიყენეს.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
როგორ ჩამოყალიბდნენ შავი ხვრელები ასე ადრეულ სამყაროში, მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რაზეც მეცნიერები პასუხს დიდი ხანია ეძებენ. ასტრონომები კიდევ უფრო ძველ შავ ხვრელებზეც ნადირობენ. არის თეორიები, რომ გარკვეული შავი ხვრელები დიდია ფეთქებიდან უმალვე წარმოიქმნა. მეტიც, ზოგს მიაჩნია, რომ შავი ხვრელები თავად დიდ აფეთქებამდეც არსებობდა. თუმცა, ეს უკვე სხვა სფეროა და ამაზე პასუხი კიდევ დიდხანს არ გვექნება.
კომენტარები