როგორ გააცნო დავით კიკვიძემ ქართული გამოცდილება მსოფლიოს ფინტექ საზოგადოებას
ბრიტანეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ნოვატორია ფინანსების მიმართულებით. ქვეყანამ წელს მეცხრედ უმასპინძლა ფინტექ კვირეულს — IFGS 2023 და საქართველოდან პირველად, მისი ერთ-ერთი სპიკერი ქართული ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენელიც იყო.
დავით კიკვიძე თიბისის API გუნდის წევრია და წელს ის გლობალურ ღონისძიებაზე იმ ადამიანებს შეუერთდა, რომლებიც მსოფლიო დონის, საერთაშორისო ფინანსურ სერვისებსა და ფინტექ ეკოსისტემებს ქმნიან და ავითარებენ.
"ფინტექ კვირეულმა შეგვძინა ახლებური ხედვა, რადგან მსოფლიოს ფინანსური სისტემა, მათ შორის საბანკო სფეროც, ტრანსფორმაციას განიცდის. სრულიად ახალ ბიზნეს მოდელებზე ხდება გადაწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ამ პროცესებს არ ჩამორჩეს. მაქსიმალურად ვეცადე, მეტი სიახლე და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ ჩამომეტანა ინფორმაცია, რომელიც თიბისისთვის ღირებულია", — ამბობს დავით კიკვიძე.
UK Fintech Week არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ფინტექის სფეროში, რომელიც ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებს უყრის თავს. მონაწილეები აზიარებენ საკუთარ მიღწევებს და ინოვაციებს, რითიც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, კავშირებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული კომპანიისთვის ამ ღონისძიებაზე გამოჩენა ნიშნავს მისი ცნობადობის ამაღლებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასასაც.
წლევანდელი IFGS-ის ძირითადი აქცენტი გლობალური ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერება იყო. ფინტექ სერვისები გზას უხსნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობას და ფინანსურ სისტემას. ამ კრიტერიიუმების გათვალისწინებით შეირჩნენ წლევანდელი სპიკერებიც, რომელთა შორის Starling Bank-ის დამფუძნებელი ანი ბოდინი, Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაინ არმსტრონგი და Clear Bank-ის დირექტორი ჩარლს მაკმანუსი იყვნენ. თიბისის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის მიზანი კი საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის მსოფლიოს ფინტექ საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.
დავით კიკვიძემ ლონდონში საერთაშორისო ბაზარს თიბისი გააცნო, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ფინტექ სფეროს განვითარებში.
"ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად ვითარდება ფინტექის მიმართულებით, დღეს უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, სარეგულაციო გარემოც და ფინანსური სტაბილურობაც, რომ უმსხვილესი ფინტექ კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით", — ამბობს დავით კიკვიძე.
დროთა განმავლობაში, თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც თიბისის API გუნდის წევრი ამ მასშტაბის ღონისძიების სპიკერი იყო.
როგორც დავით კიკვაძე გვიყვება, UK FINTECH WEEK-ზე, თავდაპირველად, ბრიტანეთის საელჩოს ვაჭრობის პოლიტიკის მრჩეველმა საქართველოში — ნინო გამხარაშვილმა მიიწვია. "ინგლისი ყოველთვის იყოს ჩემთვის განვითარების, ცივილიზაციის და ახლა უკვე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სამაგალითო ქვეყანა", — ამბობს დავით კიკვაძე.
მალე საბანკო სერვისების დისტრიბუციას მომხმარებლებამდე სრულად ფინტექ კომპანიები შეითავსებენ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბანკებისა და ფინტექ კომპანიების თანამშრომლობაზე სწორი აქცენტები და შეფასებები გაკეთდეს. ეს იყო UK FINTECH WEEK-ის მთავარი თემაც.
ღონისძიება 3-დღიანი იყო და თითოეული დღე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. პირველი გაერთიანებული სამეფოს ფინტექ ეკოსისტემის დღე იყო, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს ფინტექ საზოგადოება შეიკრიბა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატი საკუთარი ეკოსისტემების გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა.
"წარმოუდგენლად სანტერესო იყო ამ ადამიანების მოსმენა და თან უდიდეს მოტივაციას მაძლევდა, რომ ეს გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გადმოვიტანო. ამავე დღეს მომეცა შესაძლბელობა გამეცნო უამრავი პროფესიონალი, მათგან გამოვარჩევდი, Open Banking Excellence-ის წარმომადგნელების Helen Child-სა და Lauren Jones-ს. ეს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარებიან ქვეყნებს დანერგონ ღია ბანკინგი და ღია ფინანსები. თიბისიში ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო იყო მათი რეკომენდაციების და რჩვების მოსმენა საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვასთან დაკავშირებით", — ამბობს დავით კიკვაძე.
ღონისძიების მეორე დღე მსოფლიოს წამყვან ფინტექ კომპანია Revolut-ის ოფისში შეხვედრით დაიწყო. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირდაპირ კომპანიის ფუნქციონირების ადგილას, კომპანიის წარმომადგენლებისგან საკუთარი გამოცდილების, გეგმებისა და მიზნების გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ამ სფეროში.
დავით კიკვიძის თქმით, რევოლუტის ოფისში ვიზიტის შემდეგ მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს London Stock Exchange-ს ეწვივნენ. რის შემდეგმაც ქართველმა სპიკერმა ფინტექ ინვესტორების, სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლის წინაშე პრეზენტაცია წარადგინა. "მათ წინაშე ვისაუბრე საქართველოს ფინტექ ეკოსისტემაზე და თიბისის, როგორც ტექ კომპანიის, როლზე ამ ეკოსისტემის განვითარებაში".
"მესამე დღეს გვქონდა ვიზიტი ქ. კარდიფში, რაც კიდევ უფრო აღმაფრთვანებელი აღმოჩნდა — ჩასვლის დღეს გვიმასპინძლეს მიღებაზე, სადაც გავიცანი უელსის მთავრობის, წამყვანი უნივერსიტეტების და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები. ასევე, ვეწვიეთ კარდიფის სამეწარმეო აქსელერატორების ცენტრებს, გავიცანით ადგილობრივი ფინტექ კომპანიები, განვიხილეთ შესაძლო თანამშრომლობა, მე კი ჩემი მხრივ გავაცანი საქართველოს ეკოსისტემა", — გვიყვება დავით კიკვაძე.
UK FINTECH WEEK-ზე ქართული ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლის ვიზიტი დასრულდა, თუმცა როგორც თიბისის გუნდის წევრი გვიყვება, ამ გლობალური მასშტაბის ღონისძიებიდან ახალი გამოცდილება და კავშირები ჩამოიტანა, რაზეც, სამომავლოდ, შესაძლოა ახალი თანამშრომლობები დაშენდეს.
კომენტარები