Green Gardens საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში 16 ვილას აშენებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი დეველოპერული და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, Green Gardens ბათუმში 3 580 კვ.მ. ფართობზე 16 ვილას აშენებს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1,4 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 2 მილიონი აშშ დოლარია.
Green Gardens Batumi, რომელიც სტარტაპ დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
"ჩვენი კომპანია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში, მშვიდ, წყნარ და გამწვანებულ უბანში 16 ვილას აშენებს. გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიწყობს ჩაფიქრებული კონცეფციის შესრულებაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის დასახელებაც -— Green Gardens Batumi. გვინდა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, პრემიუმ კლასის ვილებში დასახლდნენ, იცხოვრონ მწვანე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, საიდანაც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზე იქნებიან. პროექტში გათვალისწინებულია ორი ტიპის — 2-სართულიანი და სამ სართულიანი ვილები, რომლებსაც იზოლირებული ეზო, ინდივიდუალური პარკინგი, საერთო სარგებლობის აუზი და საბავშვო ზონა ექნებათ. მწვანე გარემოსთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო მასალების კუთხით სრულად ენერგოეფექტურ მასალას ვიყენებთ, რადგან სხვადასხვა ენერგომატარებლის სამომავლო მოხმარება კიდევ უფრო შევამციროთ.
რაც შეეხება საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, მათთან თანამშრომლობა მაშინვე დავიწყეთ როგორც კი პროექტის კონცეფცია გაჩნდა. ბანკის გუნდი პირველივე დღიდან აქტიურად გვგულშემატკივრობდა და სრული ნდობა გამოგვიცხადა პროექტის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად. ამის შედეგად წარმატებული თანამშრომლობაც შედგა, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", — აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ დიასამიძე.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ისეთ მზარდ კომპანიებს, როგორიც Green Gardens Batumi, რადგან კომპანიის წარმომადგენლები არ უშინდებიან გამოწვევებს და განსხვავებული კონცეფციის პროექტს გვთავაზობენ. რაც მთავარია, პროექტი მწვანე გარემოში და ენერგოეფექტური მასალებით შენდება, რაც მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს. კომპანია არსებული პროექტის მიმდებარედ განსავითარებელ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამომავლოდ უკვე შემდეგი ფაზის ჩაშვებასაც განიხილავს. ეს კი არა მხოლოდ აჭარის რეგიონს, არამედ ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან პროექტი განსაკუთრებული კონცეფციიდან გამომდინარე მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტს", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
კომენტარები