კოსმოსური სადგური ხელოვნური გრავიტაციით — რა იქნება ISS-ის შემდეგ
Airbus კოსმოსურ სადგურზე მუშაობს, რომელზეც ხელოვნური გრავიტაცია იქნება
საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) 1998 წელს გაუშვეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სადგურზე მნიშვნელოვანი მისიები შედგა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ NASA-მ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს სადგური 2030 წლამდე შეინარჩუნონ, უკვე მომავალზე ფიქრის დროც მოვიდა. შესაბამისად, არსებობს გეგმები მემკვიდრე კოსმოსური სადგურის შესახებ, რომელიც ISS-ის მონაგარს ჩაიბარებენ.
ჩინეთი გეგმავს წამყვანი როლის შესრულებას Tiangong-ის სადგურის მეშვეობით. ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია (ISRO) საკუთარი კოსმოსური სადგურის შემუშავებას აპირებს. თავის მხრივ, NASA-მ გააფორმა კონტრაქტი სამ საჰაერო კოსმოსურ კომპანიასთან კომერციული კოსმოსური სადგურების შესამუშავებლად. საუბარია Blue Origin-ზე, Axiom Space Station (AxS)-სა და Starlab-ზე.
და აი ისიც, ასპარეზზე ევროპული აეროკსმოსური გიგანტიც შემოდის — Airbus-ს დიდი გეგმები აქვს!
ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში, კომპანიამ დეტალურად აღწერა თავისი იდეა მრავალფუნქციური ორბიტალური მოდულის (MPOP) შესახებ, სახელწოდებით Airbus LOOP. ეს კოსმოსური სადგური ოთხკაციანი ეკიპაჟისთვისაა გათვლილი, რაც მას შესაფერისს ხდის მომავალი კოსმოსური სადგურებისა და მარსზე ხანგრძლივი მისიებისთვის.
როგორც ვიდეოდან ვხედავთ, ინტერიერის დიზაინი სამი დონისგან შედგება. მათ შორისაა საცხოვრებლის განყოფილება, სამეცნიერო განყოფილება და ცენტრიფუგა, რომელიც ახდენს გრავიტაციის სიმულაციას ერთდროულად ეკიპაჟის ორი წევრისთვის.
მოდულის დიამეტრი 8 მეტრია და დაახლოებით იგივეა სიგრძეშიც. რაც შეეხება მოცულობას, ის დაახლოებით 100 კუბური მეტრია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდული განკუთვნილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, მაგრამ დროებით 8 ასტრონავტის დატევაც შეუძლია.
რაც ყველაზე საინტერესოა, LOOP-ში, არის ცენტრიფუგა, რომელიც შედგება ორი წონისა და ორი სპეციალური საყრდენისგან. ეს სივრცე შეიცავს სავარჯიშო ველოსიპედებს და სხვა საინტერესო ინფრასტრუქტურას. აქვეა ხელოვნური გრავიტაციაც, რაც ასტრონავტებს გრავიტაციის პირობებში მუშაობის საშუალებას მისცემს.
ეს ერთგვარი "გრავიტაციული თერაპიის" საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად, ასტრონავტებს ხანგრლივი მისიების შესრულება შეეძლებათ და არც უწონადობასთან დაკავშრებული პრობლემები შეაწუხებთ.
ჯერ ზუსტად არ ვიცით თუ რა მასშტაბის გრავიტაციის გამომშავებას შეძლებს ცენტრიფუგა, თუმცა გარკვეული ვარაუდები უკვე არსებობს.
წინასწარი ინფორმაციით, ცენტრიფუგას უნდა ჰქონდეს კუთხური სიჩქარე 3,86 მეტრი/წამში და მიაღწევს 9,2 ბრუნს წუთში მარსის გრავიტაციის სიმულირების სახით — 3,72 მეტრი/წამში. ანუ, საუბარია დედამიწის გრავიტაციის 38 პროცენტზე.
ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მარსის მისიებში, რადგან ხელს შეუწყობს მიკროგრავიტაციის ფიზიოლოგიური ეფექტებზე შეგუებასა და ეკიპაჟის ადაპტირებას.
კომენტარები