ახალ საირმეში იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები დასრულდა
ფოტო: თეგეტა
შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსი ახალ საირმეში წარმატებით დასრულდა. 29 აპრილს მასტერკლასებში მონაწილე 20 მოქმედ შეფს სერტიფიკატები გადაეცა. იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი მატეო სივერო და გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი ჯოვანი ტუჩი უძღვებოდნენ.
მასტერკლასები, რომლებიც აგებული იყო იტალიურ სამზარეულოზე, მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მიშლენის შეფის, მატეო სივეროს მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებმა მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკები შეისწავლეს.
"მიშლენის შეფების მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში ინდუსტრიის განვითარებისათვის. საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფებმა ჩაატარეს ტრენინგები და ეს დიდი მოტივაცია იყო მონაწილეებისთვისაც. შეფებმა, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს, მიიღეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დაიმკვიდრონ თავი", — ამბობს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის თანადამფუძნებელი, შეფი გურამ ბაღდოშვილი.
მასტერკლასები საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ DMO იმერეთთან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით 15 შეფი გადამზადდა იმერეთის რეგიონიდან.
"მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ტექნიკები პროფესიონალი იტალიელი შეფებისგან შეესწავლათ. ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს შეგვიძლია მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩვენს რესტორაციებში, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვფიქრობ, ეს წარმატებული თანამშრომლობა საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიასთან მომავალშიც გაგრძელდება", — აცხადებს DMO იმერეთის ხელმძღვანელი, მარიამ დევიძე.
მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის მზარეულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალი საირმის შეფმა კახა ციკოლიამ, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.
საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, სუ-შეფი. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და და მას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები უძღვებიან.
2020 წელს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული გადამზადების პროგრამა სასტუმროს ოთახების მართვა განხორციელდა.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები