ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ფოტო: ლიბერთი
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის 12 გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე განხორციელდა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში. ლიბერთის დაფინანსებით, მესამე ადგილზე გასული გუნდი, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.
"კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. ფინალისტ გუნდებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ფინალისტმა გუნდებმა შეძლონ საკუთარი პროექტები კონკურსის ფინალზე დასრულებული სახით წარადგინონ. კონკურსის შედეგად, სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება საქართველოს მასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო STEM საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას", — ამბობს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
"ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი — ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ და დავუმეგობრდებით", — ამბობს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები არიან:
- Green Star — სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; სკოლა "მერმისი"; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია
- TerraTech — ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; თბილისის N41 საჯარო სკოლა.
- Halove — თბილისის N175 საჯარო სკოლა; მცხეთის საჯარო სკოლა N1.
- ორიონი — თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესი; ბრიტანულ-ქართული აკადემია; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.
- SHM — ბრიტანულ-ქართული აკადემია.
- ქისათიბი — თბილისის N42 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.
- FSTF (From Seeable To Feelable) — თბილისის N199 საჯარო სკოლა.
- Pleiades:re — თბილისის N199 საჯარო სკოლა.
- Optical Visionaries — თბილისის N199 საჯარო სკოლა; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.
- Shieldify — რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის N199 საჯარო სკოლა; თავისუფალი სკოლა.
- EMENTI — ახმეტის N1 საჯარო სკოლა; თბილისის N59 საჯარო სკოლა.
- HydroPro — ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები