იენს სტოლტენბერგი

25 Apr. 2023, 17:21

საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განგაგრძობთ მოწოდებებს რუსეთის მისამართით, რომ დაუბრუნოს საქართველოს ტერიტორიები. 

ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გამტკიცება. განსაკუთრებით კი ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატოს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.

მე მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც თქვენ მიისწრაფვით, თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ.

ჩვენ დღეს ვსაუბრობთ რუსულ აგრესიაზე და ასევე, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო — ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. 

საქართველოს და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმის, უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესდებას და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…