რამდენად საშიშია ზეახალი ვარსკვლავების რადიაცია დედამიწისთვის — NASA-ს ახალი კვლევა
ზეახალი ვარსკვლავი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე რადიაციული და მანათობელი მოვლენაა, რისი დანახვაც ძალიან დიდი მანძილიდანაცაა შესაძლებელი.
ეს ყველაფერი ნამდვილად დიდებული სანახაობაა, თუმცა, NASA-ს ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ამ მოვლენას სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ეს მოიცავს როგორც ზოგადად კოსმოსს, ისე კონკრეტულად დედამიწას.
ასტრონომებმა ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიიდან მიღებული მონაცემები გაანალიზეს და დაასკვნეს, რომ აფეთქებული ვარსკვლავების ინტენსიურმა გამოსხივებამ შეიძლება ცუდი გავლენა იქონის პლანეტებზე — საუბარია, 100 სინათლის წლის მანძილზე.
გამოსხივების ეს დიდი დოზა წარმოიქმნება, როდესაც ზემასიური ვარსკვლავის აფეთქების ტალღა გაივლის მკვრივ გაზში, რომელიც აფეთქდა ვარსკვლავის გარშემო.
ეს დამანგრეველი გამოსხივება მოძრაობს კოსმოსში თვეების, წლებისა და ათწლეულების განმავლობაშიც კი. მას შეუძლია მიაღწიოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტებამდე, როგორიცაა დედამიწა და გამოიწვიოს მასიური გადაშენება.
კვლევა, რომლის ავტორები არიან იან ბრუნტონი, კონორ ო’მაჰონი, ბრაიან ფილდსი, ადრიან მელოტი და ბრაიან თომასი გამოქვეყნდა 2023 წლის 20 აპრილის Astrophysical Journal-ში.
ჯგუფმა 31 ზეახალის გამოსხივება შეისწავლა. მათ აჩვენეს, რომ რადიაციას შეუძლია 160 სინათლის წლის მანძილზე გადაადგილება და გზად პლანეტების დაზიანება.
კვლევამ ახალი მიდგომა გამოიყენა და ფოკუსირებული იყო ზემასიური ვრსკვლავის აფეთქების უშუალო შედეგებზე.
ყველანი დავიხოცებით?
როდესაც პლანეტას ასეთი ინსტენსივობის რადიაცია გადაუვლის, მისი ატმოსფერო შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს. დედამიწის შემთხვევაში, ამან შეიძლება გაანადგუროს ოზონის ნაწილი, რომლის გარეშეც ორგანიზმები — განსაკუთრებით კვებითი ჯაჭვი — ვერ გადარჩებიან.
ეს რეაქციების ჯაჭვს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ პლანეტაზე მასობრივ გადაშენებას დაუდებს საფუძველს. მეტიც, რადიაციისა და მზის ულტრაიისფერი გამოსხივების სინთეზი პლანეტაზე გამწვანებასაც შეუქმნიდა პრობლემას.
შესაბამისად, ირმის ნახტომის მრავალი სხვა პლანეტა, მათ შორის დედამიწაც, მსგავსი საფრთხის წინაშეა.
"ზემასიური ვარსკვლავების გამოსხივების შემდგომი კვლევა ღირებულია არა მხოლოდ ვარსკვლავების ციკლის გასაგებად, არამედ ისეთ სფეროებზე ინფორმაციის მოსაპვებლად, როგორიცაა ასტრობიოლოგია, პალეონტოლოგია და პლანეტარული მეცნიერებები", — თქვა ბრაიან ფილდსმა, რომელიც კვლევაში იყო ჩართული.
კომენტარები