ლევან იოსელიანი

24 Apr. 2023, 17:08

ჩვენ, როდესაც ეს პრობლემა დადგა, პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩავერთეთ ამ პროცესში, სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ დღემდე. ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა რამენაირად იყოს გადწყვეტილი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართაც მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია. გამოხატვის ნაწილში რამე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაღაცა პრობლემა იქნება, ამაშიც ვართ ჩართულები და ამაშიც მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები.

ერთადერთი, რაც ძალიან მეც ადამიანურად მაწუხებს, ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება, რომ თავისი პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ და მე უბრალოდ, მოვუწოდებდი ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ საშუალება, ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ, ღირსეულად შეეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება.

[...] თუ სამედიცინო თვალსაზრისით, ეს მედიკამენტი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომ ის უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა, მაშინ ჩვენ მედიაციას ვახდენთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ჩვენ, ამ შემთხვევაში, მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, იმიტომ, რომ მათ მოგვმართეს პირველივე დღიდან და ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…