ავტობუსების უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმის გაზრდა განიხილება. გეგმის მიხედვით, უბილეთო მგზავრობისთვის ხუთლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება.

"იმიტომ, რომ ეს იყოს იმ ადამიანების მიმართ მიმართული ვინც არის არაკეთილსინდისიერი გადამხდელი ავტობუსებში," - ამბობს მამუკა მუმლაძე, სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, დაგეგმილია საკითხზე მსჯელობა და განხილვის შემდეგ გადაწყდება პარლამენტისთვის მიმართვა.

უბილეთო მგზავრებისთვის სანქცირება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა" დარეგულირებული, შესაბამისად ცვლილებებისთვის აუცილებელია ამ კანონში შევიდეს ცვლილებები, რასაც პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.