როდესაც თავად ქმნი შენს სამყაროს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე ანდრია კოსტავა
ფოტო: საქართველოს ბანკი
"პატარაობიდან მაინტერესებდა როგორ მუშაობს სამყარო და ვცდილობდი, მასთან დაკავშირებული ჩემი წარმოსახვები ლეგოს სათამაშოებით გამეცოცხლებინა... მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი გატაცება — მათემატიკა და ინჟინერია — თურმე STEM მიმართულებას გულისხმობდა", — გვიყვება ანდრია კოსტავა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის მონაწილე.
STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა პროექტს ახორციელებენ, რომელიც 201 მოსწავლეს აერთიანებს. მათგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას კი ბანკი STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბენეფიციარია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ანდრია კოსტავა, რომელმაც პროექტის მისაღებ გამოცდაზე მაღალი ქულები დააგროვა და საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვების ათეულში მოხვდა.
"პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, ასტრონავტი გამოვსულიყავი და კოსმოსში მემოგზაურა. ამიტომ მომინდა STEM სკოლაში სწავლა, რადგან ვფიქრობ, რომ ის მომცემს შესაძლებლობას, შევისწავლო სამყაროს თავისებურებები, უცნაურობები, გავეცნო ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და მივიღო ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მომავალში ჩემი ოცნების ასრულებაში დამეხმარება", — ამბობს ანდრია.
როგორც ის გვიყვება, მას ძალიან მოსწონს STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლა, რადგან მისთვის ეს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისოა. მისი საყვარელი საგანი ახლა პროგრამირებაა, რადგან მოსწავლეები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ დავალებებზეც მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ფანტაზია რეალობად აქციონ.
"ახლა ყველაზე მეტად მომწონს პროგრამირება, რადგან სხვა პროფესიების არჩევისას შენ უნდა მოერგო უკვე ნაცნობ სამყაროს, პროგრამირებით კი შენ თვითონ ქმნი ყველაფერ ახალს, ანუ ქმნი შენს სამყაროს", — აღნიშნავს ანდრია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები