ირაკლი ღარიბაშვილი

10 Apr. 2023, 13:45

მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან. როგორც შიდა ჩარევებისგან ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე, ესაა აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. ესაა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სასამართლო სისტემაში. იმისთვის, რომ სასამართლო გამხდარიყო როგორიც არის დღეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა

აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოკლაჰომის შტატის ტერიტორიის გეოლოგიური ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალი…