ჯეიმს ვების ტელესკოპი უძველეს გალაქტიკებს აკვირდება — სინათლე, რომელიც ჩვენამდე 13 მილიარდი წელი მოდიოდა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თავისივე რეკორდების მოხსნას განაგრძობს. ის ყველაზე შორეულ და უძველეს გალაქტიკებს აკვირდება.
ასტრონომები თვლიან, რომ ამ გალაქტიკებიდან მოსული სინათლე ჩვენამდე 13,4 მილიარდი წელი მოდიოდა. ამის შესახებ ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებაშია ნათქვამი. შედეგები ორ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.
ჯეიმს ვები უძველეს გალაქტიკებს აკვირდება
ახალ ნაშრომში ჯეიმს ვების მიერ დაკვირვებული წითელი წანაცვლების ანალიზებია წარმოდგენილი. ეს წანაცვლება აღნიშნავს სინათლეს, რომელიც მოგზაურობს იმდენად დიდი ხნის განმავლობაში, რომ სამყაროს გაფართოებამ მისი ტალღის სიგრძე ელექტრომაგნიტური სპექტრის წითელ ნაწილზე გადაიტანა.
მეცნიერული კვლევების დაწყებიდანვე ვების ტელესკოპი იყენებს ამ მეთოდს რეკორდების მოსახსნელად ყველაზე ძველ გალაქტიკებზე დაკვირვებით, რაც კი ოდესმე ყოფილა დაფიქსირებული.
ახალი დაკვირვებისთვის მეცნიერებმა გაზომეს ვების მიერ დაკვირვებული სინათლის წითელი წანაცვლება და აღმოაჩინეს, რომ ის იყო სპექტრის უკიდურეს ბოლოში.
ანალიზმა აჩვენა, რომ ეს უძველესი გალაქტიკები არსებობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამყარო 350 მილიონ წელზე ნაკლების იყო.
ტელესკოპმა ამ უძველესი გალაქტიკების აღმოსაჩენად თავისი ახლო ინფრაწითელი კამერა (NIRCam) და ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფი (NIRSpec) გამოიყენა. რაც შეეხება უძველეს გალაქტიკებს, ასეთი სულ ოთხი დაფიქსირდა.
ახალი მიღწევები
უძველესი გალაქტიკების წითელი წანაცვლების გაზომვის შემდეგ, ასტრონომებმა დაადასტურეს თავიანთი აღმოჩენები სპექტროსკოპიის გამოყენებით.
"გადამწყვეტი იყო იმაში დარწმუნება, რომ ეს გალაქტიკები მართლაც ადრეული სამყაროდანაა. სავსებით შესაძლებელია, რომ უფრო ახლო გალაქტიკები ძალიან შორეულ გალაქტიკებად ფორმირდნენ", — თქვა ემა კერტის-ლეიკიმ, კვლევის ავტორმა.
მკვლევრების თქმით, მათ ახლა ზუსტად იციან, რომ გალაქტიკები მართლაც უძველესია და ისინი სამყაროს წარმოშობიდან მალევე ჩამოყალიბდნენ.
მკვლევრებმა გამოიყენეს სპექტროსკოპია ელემენტების სიმრავლის გამოსავლენად, მათ შორის წყალბადის, ჰელიუმისა და მძიმე ელემენტების დეფიციტის, როგორიცაა ჟანგბადი, აზოტი და ნახშირბადი. მეცნიერებმა იციან, რომ ადრეული სამყაროს გალაქტიკები ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს დაკვირვებები გალაქტიკების ასაკის დასადგენად.
"ეს პირველად ხდება, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 350 მილიონი წლის შემდეგ. ახლა ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ მათ ფანტასტიკურ ასაკში", — თქვა კვლევის თანაავტორმა და NIRCam-ის სამეცნიერო ჯგუფის წევრმა ბრანტ რობერტსონმა.
კომენტარები