ვლადიმერ ჩაჩიბაია

19 Mar. 2023, 21:09

მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. [...]

ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, რომ, ალბათ, დავრჩე პარლამენტში. ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი. [...] ხმის არმიცემას ვგულისხმობ.

მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს... მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ფორმულასთან, გადაცემა დროებასთან ინტერვიუში ისაუბრა. ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას მხარი არ დაუჭირეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 20-მდე მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა.…