თაგვებში ირმის უჯრედები შეიყვანეს, რის შედეგადაც მღრნელებს მინი რქები გაეზარდათ
რქები თაგვებზე — მღრნელებს ირმის უჯრედები შეუყვანეს
ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა თაგვებზე "მინი რქები" გაზარდეს. ეს მათ თაგვის გენომში ირმის გენების ჩასმით მოახერხეს. შედეგები ვარაუდობს, რომ ძუძუმწოვრები, რომლებმაც დაკარგეს ორგანოების აღდგენის უნარი, შესაძლოა კვლავ ფლობდნენ ზოგიერთ რეგენერაციულ გენს.
დღეში 2,75 სანტიმეტრიანი ზრდით, რქები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღმდგენი ქსოვილია ცხოველების სამყაროში და გვთავაზობს სრულყოფილ ხედვას, თუ როგორ შეუძლიათ ძუძუმწოვრებს უჯრედების რეგენერაცია რეგულარულად.
რქები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ზოგადად ძუძუმწოვრები კარგავენ ორგანოებისა და სხვა ქსოვილების უმეტესობის აღდგენის უნარს. ამის ფონზე რქები რეგულარულად იზრდება, შესაბამისად, ეს საინტერესო და სამაგალითო შემთხვევაა.
რეგენერაციული მედიკამენტების ძიებაში ჩინელმა მკვლევრმა ტოა ქინმა და მისმა კოლეგებმა ღრმად შეისწავლეს სიკა ირმის რქების არსებული მექანიკა. ამით მათ ამ ირმის რქების რეგენერაციული "ატლასი" შექმნეს, რომელიც გამოყოფს მრავალ ცალკეულ უჯრედს და გენს. სწორედ ეს ფაქტორებია რქის ქსოვლის განვითარებისთვის გადამწყვეტი.
მკვლევრებმა დაადგინეს ღეროვანი უჯრედის ერთი ტიპი, რომელიც ძალზე აქტიური იყო რეგენერაციისას და ისინი რქებთან დაცვენიდან მცირე ხნის შემდეგაც დარჩა. თუმცა, დაცვენის შემდგომ მეხუთე დღეს, ღეროვანი უჯრედების ახალი ქვეტიპი გაჩნდა.
ზრდის მრავალი ეტაპის იდენტიფიცირების შემდეგ, ჯგუფმა შეარჩია ის ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ — შემდეგ მოახდინეს მათი კულტივირება პეტრის ჭურჭელში, სანამ თაგვების თავში ჩანერგავდნენ.
45 დღის შემდეგ, თაგვებს განუვითარდათ მკაფიოდ იდენტიფიცირებადი მინი რქები. რქები სწრაფად გაიზარდა, რამაც აჩვენა გენეტიკური მექანიზმები, რომლებიც განაპირობებს მათ განვითარებას. ამან აჩვენა შესაძლებლობა თუ როგორ შეიძლება ამის ადამიანის ძვლების შემთხვვვაში გამოყენება.
ასეთმა მკურნალობამ შეიძლება ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები გააჩინოს. ამასთან, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ფაქტორები, რომლებიც საჭირო იქნება მეთოდის დასამტკიცებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არ შეიძლება გადაითარგმნოს პირდაპირ მოტეხილი ფეხების გამთელებაში, ის იძლევა სრულიად ახალ მიდგომას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ძუძუმწოვრებს ქსოვილის რეგენერაცია, როგორც ჩვენს გენომში არსებული მექანიზმებით, ასევე რქის ღეროვანი უჯრედების მცირე დახმარებით.
კვლევა Science-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები