ირაკლი ღარიბაშვილი

12 Mar. 2023, 21:21

ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, ჩემო ძმებო და ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ჩემო მეგობრებო. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი. როდის მოხდა ეს? 2015 წლის 17 დეკემბერს, როცა, საბოლოოდ, ჩემი მეთაურობით, მაშინ პირველი პრემიერობის დროს დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში. არა მხოლოდ სააკაშვილის ელიტა ან სხვა შეძლებულმა ფენამ, არამედ ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს 100 ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. აი, ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? ქართულმა ოცნებამ, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა. 

პრემიერმინისტრი გვარწმუნებს, რომ საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა. პროსახელისუფლებო ტელევიზიის გადაცემაში, სადაც ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეების დისკრედიტაცია სცადა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, ტრადიციულად, ბიძინა ივანიშვილით შეაქო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ