ლევან სონღულაშვილი

4 Mar. 2023, 13:59

ეს ე.წ. რუსული კანონი დამღუპველია და არაა ამერიკული... ზოგადად, აშშ-ის გარკვეულ ნაწილში სიკვდილით დასჯაცაა და ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობით. ჰოლანდიაში რაც ლეგალურია, საქართველოში არალეგალურია, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. 2 ვადის მანძილზე უამრავი დრო იყო ამ კანონის მისაღებად, და რატომ 2023 წელს? რატომ დღეს და ახლა?! და კირილურით დაწერილი სახელით ტროლ-ბოტები რატომ ამტკიცებენ, რომ ეს კანონი რუსული კი არა, ამერიკულია, როცა წინა პოსტში დასავლეთს აკრიტიკებენ?! წაიკითხეთ კანონი, რჩევა ჰკითხეთ იურისტებს, გაუგზავნეთ ტექსტი შესაფასებლად პროფესიონალებს.

ოჯახში მშობელს თუ არ ეთანხმები, არ ნიშნავს, რომ მისი მტერი ხარ, ქართული ოცნების ელექტორატმაც რომ ეჭვი შეიტანოს ამ კანონში, არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ოჯახს დაკარგავთ, ჯერ სახელმწიფო ინტერესი უნდა იდგეს, შემდგომ პარტიული!

მხატვარი ლევან სონღულაშვილი რუსულ კანონს კვლავ გამოეხმაურა. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…