მეცნიერები ადამიანის რეპროდუქციის შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ცდილობენ — კვლევა
შიშველი მოლი-ვირთხები დაბერების ბიოლოგიურ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. ადამიანებისა და სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ნაყოფიერებას ასაკის მატებასთან ერთად კარგავენ, ამ ვირთხების შემთხვევაში ასე არ არის. ისინი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე რეპროდუქციის უნარს ინარჩუნებენ. და თუ როგორ ხდებოდა ეს, მეცნიერებს ათობით წლის განმავლობაში აინტერესებდათ.
ახლა, 21 თებერვალს Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა სწავლობს უნიკალურ პროცესს, რომელიც მღრღნელებს მარადიულ ნაყოფიერებას უნარჩუნებს. ეს დაკვირვებები ადამიანების შემთხვევაში შეიძლება გამოგვადგეს.
რა ხდის ამ ვირთხების ნაყოფიერებას ასე უჩვეულოს?
"ვირთხების ეს სახეობა ყველაზე უცნაური ძუძუმწოვრია", — თქვა წამყვანმა ავტორმა მიგელ ბრიენო-ენრიკესიმ პრესრელიზში. "ისინი მღრნელებში ყველაზე ხანგრძლივად ცოცხლობენ. მეტიც, თითქმის არასოდეს ავადდებიან კიბოთი, არ გრძნობენ ტკივილს ისე, როგორც სხვა ძუძუმწოვრები, ცხოვრობენ მიწისქვეშა კოლონიებში და მხოლოდ დედოფალს შეუძლია შთამომავლების გაჩენა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ისინი არასოდეს წყვეტენ განაყოფიერებას. მათ არ აღენიშნებათ ნაყოფიერების ვარდნა ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენ გვინდა გავიგოთ, როგორ ხდება ეს."
ბრიენო-ენრიკესმა ახსნა სამი შესაძლებლობა იმისა, თუ როგორ ხდება ეს კონკრეტული სახეობის შემთხვევაში: ძუძუმწოვრებისა და თაგვების უმეტესობისგან განსხვავებით, (1) ისინი იბადებიან მრავალი კვერცხუჯრედით, (2) ამ უჯრედებიდან ბევრი ნარჩუნდება, ან (3) ისინი კვერცხუჯრედის გამომუშავებას დაბადების შემდეგაც ახდენენ.
ბრიო-ენრიკესმა და მისმა გუნდმა ამ სამივე შემთხვევის მტკიცებულება აღმოაჩინა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვებთან შედარებით, ვირთხის ამ სახეობის მდედრებს უჩვეულოდ დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედი აქვთ. ამ უჯრედების სიკვდილიანობა უფრო დაბალია. მაგალითად, რვა დღის ასაკის მოლ-ვირთხას 1,5 მილიონი კვერცხუჯრედი აქვს, რაც 95-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იმავე ასაკის სხვ მღრნელებშია.
რაც ყველაზე გასაოცარია, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 3 თვის ცხოველის კვერცხუჯრედის წინამორბედი უჯრედები აქტიურად იყოფა. ეს ათი წლის ცხოველებში აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროცესი ვირთხების მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
შეიძლება თუ არა უნაყოფობა სოციალურად იყოს გამოწვეული?
ეს ყველაფერი არ არის. მკვლევრები ცდილობდნენ უკეთ გაეგოთ, თუ როგორ უშლის ხელს კოლონიის ერთადერთი დომინანტი მდედრი (დედოფალი) სხვა მდედრებს გამრავლებაში.
მათ აღმოაჩინეს, რომ სხვა მდედრებსაც ჰქონდათ კვერცხუჯრედის წინამორბედი უჯრედები საკვერცხეებში. მიუხედავად ამისა, უჯრედები დაყოფას მხოლოდ დედოფლობის შემთხვევაში იწყებენ.
"ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამ პროცესში გარკვევას შევძლებთ, ახალი წამლების შემუშავებაც შესაძლებელი იქნება. ამით ადამიანის რეპროდუქციის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას შევძლებთ. ვიმედოვნებთ, რომ რასაც ვსწავლობთ ვირთხისგან, ადამიანებში გამოვიყენებთ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები