პაატა მანჯგალაძე

16 Feb. 2023, 13:20

ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს. კობახიძემ თქვა უზენაესი საბჭო გაგვახსენა ამან საბჭოთა კავშირისო, მეორე სპიკერი თალაკვაძე საუბრობდა ევროპარლამენტმა ევროპას უღალატაო, ძალიან აჭრილი და არეულია მათი სასაუბრო მესიჯბოქსი.

არადა ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი — თუ გინდათ ევროპა, ისწავლეთ ევროპულად მოქცევა, აი, ამას ითხოვენ, რომ ადამიანი არ იქნას მოკლული საპატიმროში იმის გამო, რომ არ მოსწონს ვიღაცას და ადამიანი, რომელსაც აქვს არაფორმალური გავლენა, იყოს სანქცირებული.

რასაც ქართული ოცნების ლიდერებისგან ვისმენ, ამ განცხადებების შემდეგ, სამწუხაროდ, ზეზვა და მზია უფრო ევროპელი გამოდის ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი — მას ევროპა ისედაც აქვს, თმას მილანში შეიჭრის, კომოს ტბაზე დაისვენებს, ევროპულად იმოსება და ევროპული მანქანით დადის, დოლარები უყვარს და ევროები, რომელსაც ევროპაში ინახავს, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა გააკეთოს, რომელიც ქართულმა ოცნებამ რუსული ჭაობისთვის და სიღარიბისთვის გაიმეტა?

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა. იგი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც მოთხოვნილია ივანიშვილის დასანქცირება და სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ

"ვიბრძოდი პროგრამული უზრუნველყოფის ლეგიტიმაციისთვის, რათა მისთვის — და მისი შემქმნელებისთვის — სათანადო…