კრიტიკული გამოცემა Meduza რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს — რას ნიშნავს ეს
ფოტო: კადრი ვებგვერდიდან
მედიასაშუალების წინააღმდეგ მორიგი შემზღუდავი გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Meduza იმ იშვიათ რუსულ გამოცემებს შორისაა, ვინც წლებია ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ღიად აკრიტიკებს.
- ამის გამო 2021 წელს გახდა პირველი მედიასაშუალება, რომელსაც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭეს.
- ეს სტატუსი უკვე არაერთ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და აქტივისტს აქვს და კრემლი მათი დევნის მექანიზმად იყენებს.
- მიუხედავად იმისა, რომ Meduza-ს უკვე არაერთი შეზღუდვა დაუწესდა, ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიას პირდაპირ უწოდებენ ომს და 337 დღეა განახლებად რეჟიმში აშუქებენ.
- ამის გამო 2022 წლის გაზაფხულზე როსკომანდზორმა ვებგვერდი რუსეთში დაბლოკა.
- მედუზას არასასრუველად გამოცხადების მოთხოვნით, პროკურატურას სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა 2022 წლის ივნისში მიმართა.
- დღევანდელ განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, თითქოს "მიღებული მასალების შესწავლის საფუძველზე" ლატვიაში ბაზირებული ორგანიზაციის, Medusa Project-ის საქმიანობა არასასურველად მიიჩნიეს, რადგან "საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს და ქვეყნის უსაფრთხოებას".
რას ნიშნავს არასასურველი ორგანიზაცია: კანონი "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ 2015 წელს მიიღეს და პროკურატურას მიეცა უფლება მიენიჭოს ეს სტატუსი ნებისმიერ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ დეპარტამენტი გადაწყვეტს, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნის "რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს, თავდაცვის შესაძლებლობებს ან უსაფრთხოებას".
- პროკურატურა არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი მოსაზრება — რომელიმე ორგანიზაციის "არასასურველად" აღიარებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საჭირო და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური თანხმობა სჭირდებათ.
- ასეთი ორგანიზაციების ანგარიშები იყინება, ხოლო შვილობილი კომპანიები იხურება.
- ეს ნიშნავს, რომ რუსეთში, როგორც Meduza-ს თანამშრომლებს, ასევე მკითხველებს, რომლებმაც ფული შესწირეს გამოცემას, შესაძლოა, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
- "მედუზასთან თანამშრომლობა ახლა უკანონოა, თუნდაც საზღვარგარეთ. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ბმულები. ძველი ბმულების გამოც კი შეიძლება დაჯარიმდეთ", — განმარტავს Republic-ის მთავარი რედაქტორი.
- 1 წლის წინ არასასურველად გამოაცხადეს გამოცემა პროექტიც, მაშინ მედუზა წერდა, რომ აიკრძალა მათი მასალების გადაბეჭდვა, სოციალურ ქსელებში გაზიარება და მოწონებაც კი — და ეს ეხებოდა არა მხოლოდ მედიას, არამედ მოქალაქეებსაც.
როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას: რუსული კრიტიკული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დაგმეს კრემლის მორიგი თავდასხმა მედიაზე.
- კრიტიკული მედია ნოვაია გაზეტა: "თავად ხართ არასასურველები. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კოლეგების დევნის რეალური მიზეზები დაკავშირებულია მათი მუშაობის მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის კრიმინალური ომის გაშუქებაში".
- TV Rain-ის რედაქტორი, ტიხონ დიატკო: "რუსეთის ხელისუფლებას ეშინია სიმართლის. ეშინიათ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე იმის შესახებ, რაც ხდება. ჩემი მხარდაჭერა მედუზას ყველა კოლეგას, თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ — გთხოვთ გააგრძელოთ იმავე სულისკვეთებით!"
- კრიტიკული გამოცემა ბუმაგა: "გამოვხატავთ სოლიდარობას და მხარდაჭერას მეგობრებისა და კოლეგებისადმი. თქვენი შრომა ფასდაუდებელია რუსული ჟურნალისტიკისთვის და, შესაბამისად, თქვენ არასასურველი ხართ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურისთვის".
- კრიტიკული გამოცემა Republic: "ჩვენი რედაქცია სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს. რუსეთის ხელისუფლებამ კანონგარეშე გამოაცხადა ერთ-ერთი საუკეთესო რუსული დამოუკიდებელი მედია უზარმაზარი აუდიტორიით. ეს სერიოზული დარტყმაა არა მხოლოდ კონკრეტული გამოცემისთვის, არამედ მთელი რუსული ჟურნალისტიკისთვის".
- პროექტი როსკომსვაბოდა: "შეიძლება არ დაეთანხმო ჟურნალისტების და სტატიების ავტორების სტატიებსა და მოსაზრებებს, მაგრამ ამისათვის რეპრესიების ყველა ბერკეტის ჩართვა — ზუსტად ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება "რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს".
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება
გადახედვა
-
მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს
გადახედვა
-
EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს
გადახედვა
-
სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია
გადახედვა
-
როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა
-
საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს
გადახედვა
-
TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს
გადახედვა
-
ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა
გადახედვა
-
მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს
გადახედვა
-
შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინა — დაკავებულია 4 პირი შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინა — დაკავებულია 4 პირი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
-
EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს
გადახედვა
-
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
კომენტარები