გიული ალასანია

5 Jan. 2023, 20:26

მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ იძულებული გავხდი. მაქვს საგანგაშო მდგომარეობა. დღეს, ვივამედის კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, მან დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორი ეპიზოდის იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, იქ ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული, ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა, მოასულიერეს.

მე არ ვიცი, მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება, განმეორდეს და შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად, ეს გვაქვს რეალობა. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო, წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობა აქ ნაკლებად ესმით ადამიანებს და განსაკუთრებით, ნაკლებად ესმის ისტაბლიშმენტს, რომელიც დღეს კლავს ჩემ შვილს. საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. [...]

მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მე არ ვარ მარტო, გვყავს ახლობლები, მხარდამჭერები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ უკვე წელიწადი და სამი თვეა ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ. აი, ამას გპირდებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ