50 მოგზაური წიგნი — ქარჩხაძის გამომცემლობის წინასაახალწლო კამპანია
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობა რომ ერთგულ თუ ახალშეძენილ მკითხველს მუდამ ანებივრებს და საჩუქრებით გამოირჩევა, კარგად ნაცნობი ამბავია. სწორედ ამიტომაც გამომცემლობის გულშემატკივრები მუდამ ელიან სიახლეებს, წიგნებით დასაჩუქრებასა თუ სხვა აქტივობებს. რა თქმა უნდა, წინასაახალწლო პერიოდის ჯადოსნურობა, განწყობაზე ზრუნვა და მკითხველების გახარება ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი წელსაც იყო.
50 მოგზაური წიგნის ამბავი ერთგულმა მკითხველმა გამომცემლობის Facebook პოსტის წყალობით გაიგო.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
პოსტის კომენტარებში სხვადასხვა სურვილი იწერებოდა, მკითხველები გამომცემლობას საკუთარ სანატრელ, სასურველ წიგნს აცნობდნენ და მოუთმენლად ელოდნენ, მათთან თუ დაიდებდა ბინას ერთ-ერთი მოგზაური წიგნი. აღსანიშნავია, რომ მკითხველებმა ბოლომდე არ იცოდნენ, მათ სახელზე თუ იქნებოდა ამანათი გაგზავნილი. 25 დეკემბრიდან კი სურვილების ასრულების დროც მოვიდა, მოგზაურმა წიგნებმა პატრონები აირჩიეს და მოულოდნელად გახარებულმა მკითხველებმა აღტაცებაც ვერ დამალეს. სოციალურ ქსელებში 50 მოგზაური წიგნის ახალმა მეპატრონეებმა გამომცემლობას საკუთარი სურათები გაუზიარეს უამრავ სამადლობელ მესიჯთან ერთად.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
50-მა მოგზაურმა წიგნმა მთელი საქართველოს მასშტაბით გაახარა მკითხველები — გურია, სამეგრელო, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, აჭარა, ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი - ეს ის რეგიონებია, რომლებშიც მოგზაური წიგნები დაბინავდნენ.
"სურვილების ასრულების დროა" — ქარჩხაძის გამომცემლობის წინასაახალწლო სლოგანია, რომელიც ამ კამპანიას აშკარად მიესადაგება. სურვილებასრულებული, ბედნიერი მკითხველის ხილვა კი მუდამ სასიხარულოა. გამომცემლობა კვლავ ფიქრობს მკითხველისთვის საინტერესო სიახლეების, სასურველი წიგნებისა თუ აქცია-კამპანიების სამომავლოდ განხორციელებაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები