მთავარი დეტალები კონგრესში ზელენსკის ისტორიული გამოსვლიდან
ფოტო: Jonathan Ernst/Reuters
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა პირველად დატოვა და ვაშინგტონში ჩავიდა.
- ზელენსკის ვიზიტს, ისევე, როგორც მის სიტყვას კონგრესში, უკვე უწოდეს ისტორიული.
- მას ადარებენ უინსტონ ჩერჩილს, რომელმაც 81 წლის წინ, დეკემბერში კონგერსს მიმართა.
- "კიდევ ერთი ისტორიული ლიდერი მიმართავს კონგრესს ომის დროს", — განაცხადა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.
ვიზიტის დეტალები: ზელენსკი ვაშინგტონის მახლობლად სამხედრო აეროპორტში დაეშვა, საიდანაც თეთრ სახლში მივიდა და აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველი ლედის შეხვდა.
- პრეზიდენტებმა მედიის თანდასწრებით ერთმანეთს მიმართეს, რასაც დახურული შეხვედრა მოჰყვა, შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.
- თეთრი სახლიდან ზელენსკი კაპიტოლიუმში მივიდა — კონგრესმენები მას ოვაციებითა და რამდენიმეწუთიანი უწყვეტი ტაშით შეხვდნენ.
რაზე ილაპრაკა კონგრესში: სიტყვა, ტრადიციულად, მადლიერებით დაიწყო ამერიკელი ხალხისა და პოლიტიკოსების მიმართ. ხოლო პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უკრაინაში ჩასვლისა და სიმამაცისთვის.
- აღნიშნა, რომ იქ ყოფნა და საუბარი მისთვის პრივილეგიაა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესმენები ახლო მომავალში უკრაინაში ჩავლენ.
- ემოციური სიტყვა ჰქონდა, რომელიც ტაშით არაერთხელ გააწყვეტინეს, მაგალითად, მაშინ, როცა თქვა: "ყოველგვარი შანსების არარსებობის, განწირული და ბნელი სცენარის საწინააღმდეგოდ, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და იბრძვის".
- ყურადღება გაამახვილა მშვიდობის საჭიროებაზე და კონგრესს შეახსენა, რომ უკრაინამ მსოფლიოს შესთავაზა სამშვიდობო ფორმულა — 10 პუნქტი, რომელიც ერთობლივი უსაფრთხოებისთვის უნდა განხორციელდეს.
- მისივე თქმით, ბაიდენი ამ გეგმას მხარს უჭერს და შესაძლოა, მშვიდობის სამიტიც ჩატარდეს.
უკრაინის ბრძოლა და რუსეთი: ისაუბრა სანქციებზე, რომელიც რუსეთს უნდა დაუწესდეს და განმარტა, რომ ასე, შესაძლოა, ოკუპანტებმა იგრძნონ, რამდენად დამღუპველია მათი აგრესია.
- "თქვენი ძალაა, ნამდვილად დაგვეხმაროთ პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც დაიწყო ეს კრიმინალური ომი. მოდით, გავაკეთოთ ეს. დაე, აგრესიაზე პასუხისმგებელი იყოს ტერორისტი და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა დანაკარგი", — თქვა ზელენსკიმ.
- ხაზი გაუსვა, რომ ომის სისასტიკის მიუხედავად, უკრაინელები შობას მაინც აღნიშნავენ: "ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება".
- განმარტა, რომ უკრაინაში არის ფრონტის ხაზი, ტირანია, რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების მიმართ და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასეთ ბრძოლაში, არამედ გადამწყვეტ მომენტამდე.
- "რუსულმა ტირანიამ ჩვენზე კონტროლი დაკარგა. მე ვიცი ერთი მნიშვნელოვანი რამ, რუსებს ექნებათ შანსი იყვნენ თავისუფლები, მხოლოდ მაშინ, როცა დაამარცხებენ კრემლს თავიანთ გონებაში", — განაცხადა ზელენსკიმ.
ფართო სურათში: პრეზიდენტმა უკრაინელების ბრძოლა ამერიკელი ჯარისკაცების ბრძოლას შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს და თქვა, რომ როგორც ისინი იბრძოდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ, ისე იბრძვიან უკრაინელი ჯარისკაცები პუტინის წინააღმდეგ.
- ხაზგასმით ისაუბრა ირანულ დრონებზე, რომლითაც რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ბომბავს.
- "ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ", — უთხრა კონგრესს.
- ცდილობდა აეხსნა, რომ ფული, რომელსაც უკრაინა დახმარების სახით იღებს, ქველმოქმედება კი არა, ინვესტიციაა გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში.
ბახმუტი: ზელენსკიმ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილზე ისაუბრა და თქვა, რომ შარშან იქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი და მიწის ყოველი სანტიმეტრი სისხლითაა გაჟღენთილი.
- "რუსები ყველაფერს იყენებენ, რაც აქვთ ბახმუტისა და ჩვენი სხვა ლამაზი ქალაქების წინააღმდეგ, ოკუპანტებს აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობა არტილერიაში. მათ აქვთ უპირატესობა საბრძოლო მასალაში. მათ აქვთ ბევრად მეტი რაკეტა და თვითმფრინავი", — განაცხადა პრეზიდენტმა.
- მისივე განმარტებით, ამ ბრძოლის გაყინვა ან გადადება არ შეიძლება იმ იმედით, რომ რამე მექანიზმი დაცვას უზრუნველყოფს.
- პრეზიდენტმა კონგრესს გადასცა დროშა, რომელიც ბახმუტში მყოფმა მებრძოლებმა გაატანეს.
დასასრული: როცა ზელენსკიმ საუბარი დაასრულა კონგრესში ისევ ტაშის და ოვაციების ხმა იყო, მაგრამ პრეზიდენტმა რამდენიმე წინადადების დამატება ისურვა:
- "ღმერთმა დაიფაროს ჩვენი გმირი ჯარი და მოქალაქეები. ღმერთმა სამუდამოდ დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გილოცავთ შობას და ბედნიერ, გამარჯვებულ ახალ წელს გისურვებთ. დიდება უკრაინას".
- ამის შემდეგ ის ისევ მხურვალე ტაშით გააცილეს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები