კლაუს იოჰანისი

17 Dec. 2022, 13:28

ყველას გულთბილად მივესალმები რუმინეთში, მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და აი, ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარებისა და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება და რეგიონული თანამშრომლობა, ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთისთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. [...]

მე მივესალმები დღევანდელ ცერემონიაზე ლიდერების დასწრებას, ევროკომისიის პრეზიდენტს და მისი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ ამ ინიციატივის მიმართ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიმართ არის ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვათ, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად და ასევე ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, კონსტანტადან მოხდება ეს კავშირი, ასევე გაძლიერდება აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ და ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისებას და მედეგობის გაზრდას. მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება დღეს და აი, ამ მიზნით გვაერთიანებს ყველს. [პირველი არხის თარგმანი]

თქვა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს ვერნერ იოჰანისმა პლენარულ სესიაზე — "სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…