ირაკლი კობახიძე

14 Dec. 2022, 14:59

ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემებზე, რომლებიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას თუ გათავისუფლებას თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და რაც არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. როდესაც ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ელემენტარულ პრინციპს, სამართლის უზენაესობას არ სცემენ პატივს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით, კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება ჰქონდეს შეხება, კორუფციის კუთხით არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. ის დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში, ამის დასტურია და დებატებიც, რომლებიც გაიმართა, ამის დასტურია...

კონკრეტული ადამიანები, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე, ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს ამისკენ. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ქართულ მართლმსაჯულებას. [...]

ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად მოტივირებული, ამის უკან რა დგას, საზოგადოებამ იმსჯელოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ანუ, კონკრეტული ევროპარლამენტარები, არიან პოლიტიკურად მოტივირებულები, სწორედ ამიტომ ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევას. აქედან გამომდინარე, ნუ, მათი პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, ერთის მხრივ მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება, მეორე მხრივ მოითხოვონ ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ეს არის მათი პოლიტიკური მოტივაცია. ამას საზოგადოება უყურებს, ასეთი ევროპა არ არის ევროპა. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა ყოველთვის და ეს ადამიანები, ეს 10 კაცი, თუ რამდენიც არის არ განასახიერებს არავითარი ფორმით ევროპას, იმიტომ რომ ევროპა არის ღირებულებები.

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შესახებ, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა არაერთი კრიტიკული შეფასება გააჟღერეს მმართველი გუნდის მიმართ. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ და ქვეყანაში ოლიგარქიისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემებზე ისაუბრეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  2. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  3. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  4. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
  5. "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელსაც სათავეში სერგი კორეცკი ჩაუდგა. საგარეო საქმეთა და…