დენის პროკოპენკო

10 Dec. 2022, 16:58

ყოველდღე თვალს ვადევნებთ ჩვენი უძლეველი ჯარის წარმატებებს ტელევიზიით, მუშტებს ვუჭერთ ყველასთვის, ვინც ამ რთულ მომენტში ჩვენს სახელმწიფოს იცავს და ტყვეობაში იმყოფება. ჩვენთვის დიდი სასოწარკვეთაა, რომ ახლა ფრონტზე თანამოძმეების გვერდით ვერ ვართ და იმედი გვაქვს, რომ ომი ჩვენთვის არ დამთავრებულა და ისევ გამოვადგებით ჩვენ სახელმწიფოს.

მარიუპოლისთვის ბრძოლა უკრაინელებისთვის დაუმარცხებლობის სიმბოლოდ იქცა, რუსებისთვის კი კიბოდ, როცა 86 დღის განმავლობაში მათი სარდლობა ბატალიონს ბატალიონს აგზავნიდა სასაკლაოზე.

მარიუპოლის მცველების ერთგულებისა და გამბედაობის წყალობით, რომლის ლოკომოტივი იყო აზოვის პოლკი, მოხერხდა სამხრეთით მტრის ძალების დიდი ჯგუფის უკან დახევა, რითიც შენელდა შეტევა სხვა მიმართულებით და შეაჩერეს მტერი და მოწინააღმდეგეს არ მიეცა საშუალება, ფრონტის სხვა სექტორებში წარმატებისთვის მიეღწია.

ქვეყნის მასშტაბით, ამან შესაძლებელი გახადა ჯარების გადაჯგუფება, დასავლელი პარტნიორებისგან უახლესი იარაღის მიღება, ახალი პერსონალის მობილიზება, სტრატეგიული ინიციატივების აღება მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ და არაერთი წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარება.

ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის პოლკის მეთაური, რომელიც აზოვსტალის ერთ-ერთი გმირი მცველია, ახლა თურქეთში იმყოფება. ის შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს სხვა მეთაურებთან ერთად, იმ პირობით, რომ ომის დასრულებამდე თურქეთში იქნება. მისი წერილი ცოლმა გაავრცელა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…