შალვა ხაჭაპურიძე

9 Dec. 2022, 13:49

სასამართლომ, ფაქტობრივად, ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და გამოთქვა მზადყოფნა, თქვა, რომ დაავალებდა პენიტენციურ სამსახურს, რომ ჩართონ სააკაშვილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება, ანუ სასამართლოს მხრიდან ამაზე წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია.

რაც შეეხება, ტექნიკურად როგორ მოგვარდება, რადგან საავადმყოფოშია, ამისთვის ორი კალენდარული სამუშაო დღე ითხოვა. გრაფიკი შემოგვთავაზა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ, 24სთ-იან რეჟიმში ვართ მზად, ვიმუშაოთ.

ჩვენ წარვადგინეთ მარიამ ჯიშკარიანის მიერ შესრულებული საექსპერტო დასკვნის ინგლისური ვერსია, სადაც ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტები აწერენ ხელს. ამის გარეშე, შეიძლებოდა, სასამართლოს დაუშვებლად ეცნო ეს მტკიცებულება და ჩვენ არ დავუშვებდით. ამიტომ ეს დასკვნა იქნა წარდგენილი. გარდა ამისა, წარდგენილი იქნა სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. [...]

ცუდად არის, გასაგებია, მაგრამ ჩვენი პოზიციაც არის, რომ ჩვენ გვინდა, ამ პროცესზე ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება. წარმოუდგენელია, მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს. [...]

ტექნიკური საკითხის მოსაგვარებლად გადაიდო პროცესი და მეორე, მტკიცებულებები, რომლებიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა, გუშინ იქნა, როგორც ჩანს წარმოდგენილი. ჩვენ ახლა გადმოგვეცემა, თანაშემწეს ვესაუბრე, უნდა გავეცნოთ. ჩვენ შევიტანეთ 6 ტომი საქმე, მეორე მხარესაც სჭირდება დრო ამისთვის და ორდღიანი ვადა ითხოვეს.

[სააკაშვილის ჩართვის] მზაობა გამოთქვა მოსამართლემ. დიახ, ჩაერთვება.

ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღეს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი14 დეკემბრისთვის გადაიდო, რადგან ექსპრეზიდენტმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში

როგორ შეიძლება ერთი იდეა რეალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტად იქცეს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებას იწყებს ასობით გოგო…