როგორ გაცოცხლდებოდნენ იდიომები ანიმაციურ მოძრავ სურათებად
ფოტო: თიბისი დაზღვევა
იდიომები სათქმელის გაზიარებისთვის საუკეთესო საშუალებაა, ამ გზით ადამიანი მაშინვე წარმოიდგენს, რისი თქმა გსურს. თანაც, დიალოგი ბევრად საინტერესოა, როცა გაცვეთილი სიტყვების ნაცვლად სხვადასხვა ენისთვის სახასიათო იდიომებს ვიყენებთ და საუბარს მეტ სიცოცხლეს ვძენთ.
იდიომების კიდევ ერთი ხიბლი მათი პირდაპირი მნიშვნელობით წარმოდგენისას მოგვრილი ხალისია, რაშიც ქართველი არტისტების მიერ თიბისი დაზღვევის კამპანიისთვის შექმნილი ანიმაციური GIF-ებიც დაგარწმუნებს.
1. გულზე მეხატება
ფოტო: თიბისი დაზღვევა
თუ ერთ დღეს ტატუ სალონში შეხვალ და საწოლზე წამოგორებულ გულს დაინახავ, რომელიც რამეს იხატავს ან მიჯნურის სახელს იწერს, ნუ გაიკვირვებ, ის ხომ იმას აკეთებს, რაც გულზე ეხატება.
2. დრო მოვიდა
ფოტო: თიბისი დაზღვევა
დილას ჩაეძინა, მაღვიძარამაც ვერ გააღვიძა, დაგვიანება კი არ უნდოდა, ამიტომ ქალაქის საცობებისთვის თავის ასარიდებლად მეტროთი მგზავრობა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ცოტა გვიან, მაგრამ დრო მოვიდა!
3. ჭკუაში დაჯდომა
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ასე იცის, ტყუილ-მართალს, ნანახსა და მოსმენილს, სხვადასხვა სიტუაციაში განცდილს მოაგროვებს, მყუდრო გარემოს მოიწყობს და აბეზარი გონივრული აზრი ჭკუაში დაგვიჯდება და წასვლას აღარსად აპირებს.
4. ჩიტი ბრდღვნად ღირს
ფოტო: თიბისი დაზღვევ
ჩიტის ბრდღვნის წარმოდგენა საამური ნამდვილად არაა, მაგრამ იქნებ ეს ის ჩიტია, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დანებების საშუალებას არ გვაძლევს, ბოლოს კი ასრულებელ ოცნებებად იფანტება.
5. მიზნის მომწიფება
ფოტო: თიბისი დაზღვევა
რა კარგი იქნებოდა, რომ აზრები ასე უბრალოდ იკვირტებოდნენ, დაბრკოლებებს უძლებდნენ, ძლიერდებოდნენ, ბოლოს კი მწიფდებოდნენ და წვნიან ნაყოფს გვიზიარებდნენ.
6. ვარსკვლავებთან თამაში
ფოტო: თიბისი დაზღვევ
განვლილი გზის, დახარჯული ძალისხმევის, მრავალი სირთულის დაძლევის შემდეგ ჩამოჯდომას და ვარსკვლავებთან თამაშს რა სჯობს, იქნებ 1-2 მოწყვიტო კიდეც.
7. ჭიის გახარება
ფოტო: თიბისი დაზღვევა
თუ ელი, რომ სამუშაოში თავჩარგული იმ მდგომარეობას მიაღწევ, როცა ჭია კმაყოფილი იქნება, ცდები. ჭიის გახარება ჩვენი რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, რომელსაც არცერთ მომენტში დავივიწყებთ.
თუ იდეა გაქვს, რომელიც გულზე გეხატება ან ჭკუაში დაგიჯდა, დაიჯერე, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს, მიზანს მომწიფების საშუალება მიეცი, არ გამოტოვო სწორი დრო, რომელიც აუცილებლად მოვა, ამ გზაზე ჭიის გახარებაც არ დაივიწყო და ვარსკვლავებთან თამაშს ნამდვილად შეძლებ.
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე "ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები