ნიკა მელია

5 Dec. 2022, 16:32

33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს — ამბობს რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში!

თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში!

დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ როგორ მოიპოვება თავისუფლება! საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ.

პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს. ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!

ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. ეს ადამიანი კი ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების — ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით!

დიდება გმირებს!

წერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მე-3 დღეს მიუსამძიმრა და ყურადღება იმაზე გაამახვილა, რას აკეთებს მთავრობა დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვის პროცესში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…