ნიკა მელია

13 Dec. 2022, 18:13

"მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე", — ამას ამბობს "ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე! ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე — ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ... ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!

ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ ფეისბუკზე დაწერა. "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე", — ეს სიტყვები ოცნებიდან "წასულმა" დეპუტატმა, POS.TV-ის მფლობელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს პარლამენტში საუბრის დროს თქვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პიერ-ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი, რომლებიც გასულ თვეში…