ნიკა მელია

28 Nov. 2022, 17:12

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველასთვის იქნებოდა ხელშესახებად ნათელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ამ ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მისცეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლება, მოსულიყო სასამართლო დარბაზში. 

უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და შეუძლებელია უბრალოდ თვალი არ გაუსწოროს რეალობას, თუნდაც ყველაზე ბოროტმა სისტემამაც. იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფს უმძიმეს რეალობას სასამართლო, ანუ, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, იგივე არაფორმალური მმართველობა, ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. 

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. დღეს, 28 ნოემბერს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მანამდე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სხდომას ვერ დაესწრებოდა, რადგან, ექიმები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამის უფლებას არ აძლევენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ…