ნიკა მელია

27 Nov. 2022, 23:35

მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.

შესაბამისად მიმაჩნია რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე — მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.

ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს. სამწუხაროდ ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე ცდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი. ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.

მოგეხსენებათ, იმთავითვე ვამბობდი რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამდენად, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია.

ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები

პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელების მეშვეობით გამოითვალეს, მაქსიმუმ რამდენ ხანს იცოცხლებს…