თეგეტა მოტორსის სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები მაღალმთიან რეგიონებში
თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მობილური ჯგუფებისთვის ერთ-ერთი რთულად მისასვლელი ლოკაცია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი — თუშეთი აღმოჩნდა. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ბულდოზერს სავალი ნაწილი დაუზიანდა. თუშეთამდე მისასვლელი რთული გზის გამო ადგილამდე ევაკუატორის მიყვანა ვერ მოხერხდა. თეგეტა მოტორსის მობილური ჯგუფი რთულად მისადგომ ლოკაციაზე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მივიდა და დაზიანებული ბულდოზერი ადგილზევე შეაკეთა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ამბობს, ახალი სერვისის დახმარებით მნიშვნელოვანი ფინანსური და დროის რესურსის დაზოგვა შეძლო.
იმედა ხეცაურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი: "სამუშაოებს თუშეთში ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ბულდოზერს დაუზიანდა სავალი ნაწილი. იმისთვის, რომ სამუშაოები არ შეფერხებულიყო, აუცილებელი იყო, ტექნიკა დროულად შეგვეკეთებინა. ევაკუატორით ბულდოზერის გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ფიზიკურად ვერ მივიდოდა ადგილამდე. თეგეტას მობილური ჯგუფი პროფესიონალურად მოგვემსახურა და ტექნიკა ადგილზევე შეაკეთა".
საქართველოს მასშტაბით თეგეტა მოტორსის სპეცტექნიკის 12 მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელთაც დღეში დაახლოებით 15-20 გასვლა აქვთ. მიდიან ისეთ ლოკაციებამდეც, რომლებიც ევაკუატორისათვის მიუდგომელია.
ზვიად ახლოური, თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი:
"თუშეთიდან ბულდოზერის წამოყვანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან შესაბამისი ტექნიკური მონაცემების მქონე ევაკუატორს ასეთ რთულ ადგილამდე ასვლა უჭირს. თუმცა, ევაკუატორი თუშეთამდე რომც მისულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბულდოზერი არაგაბარიტული სპეცტექნიკაა, გზაზე გადაადგილებისას დამატებით დაცვის პოლიციის გაცილება დასჭირდებოდა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ასეთ შემთხვევებში ბიზნესის დასახმარებლად შევქმენით მობილური ჯგუფები. თეგეტა მოტორსის კვალიფიციური მექანიკოსები ადგილზე, ნებისმიერ ლოკაციაზე, გაცილებით სწრაფად აგვარებენ ამა თუ იმ ხარვეზს".
თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით ემსახურება. სერვისის მიზანია, დაზოგოთ დრო, ხარჯები, თავიდან აირიდოთ
ზედმეტი გართულებები და შეაკეთოთ მძიმე ტექნიკა დაზიანების ადგილზევე.
სად შეგიძლიათ სპეცტექნიკის სერვისებით სარგებლობა
თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია, ხოლო სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ადგილას აღმოგიჩენენ სათანადო დახმარებას.
რას მოიცავს სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება
თეგეტა მოტორსის სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების გაწევაა შესაძლებელი. მათ შორისაა ელექტროდიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიისა და
სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ასევე სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი სპეცტექნიკის მიმართულებით სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს.
კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი
საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურებას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე, Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann, TVH და ა.შ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
კომენტარები