საკუთარი თვალით ნახეთ, რა დღეშია ჩვენი ხალხი და მოჰყევით ამაზე — ზელენსკის მიმართვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ფოტო: DPA
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მყოფ საზოგადოებას მიმართა. თავის სიტყვაში ზელენსკიმ წიგნებისა და ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამასთან, მან ლიტერატორები უკრაინაში მიიწვია და სთხოვა, ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა აღწერონ.
"ცოდნაა პასუხი მათთვის, ვისაც ეშინია, ვისაც არ სჯერა და ვინც მანიპულირებს", — განაცხადა ზელენსკიმ, — "წიგნები, დოკუმენტური ტექსტები, სტატიები, რეპორტაჟები — ესენია პასუხები. ყველას გიწვევთ უკრაინაში: გამომცემლებს, მწერლებს, ამ ინდუსტრიაში მომუშავე და გავლენიან ადამიანებს, პედაგოგებსა და ჟურნალისტებს. ყველას. ნახეთ, რა დღეშია ჩვენი ხალხი. რას მივაღწიეთ და რა გვემუქრება ჯერ კიდევ. საკუთარი თვალით ნახეთ ეს ყველაფერი და მოჰყევით".
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას აუდიტორიამ ფეხზე წამომდგარმა დაუკრა ტაში.
სხვათა შორის, ზელენსკი ასევე შეეხო რუსეთისა და ირანის არყოფნას ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე.
"ისინი ნაკლებად ჩართულნი არიან კულტურის სფეროში და მეტად — იქ, სადაც ყველაფერი ნადგურდება; არა მხოლოდ კულტურა, არამედ სიცოცხლეც და მისი საფუძველიც".
აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ომის დაწყებიდან მალევე, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამომცემლების პროტესტი და მიმართვა რამდენიმე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ორგანიზატორებისთვის. ამდენად, წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე რუსეთი წელს წარდგენილი არაა.
"ახლაც და მომავალშიც, უკრაინელ ლიტერატორებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი საქმიანობა და კულტურის პოპულარიზაცია განაგრძონ", — აცხადებს ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია, — "უკრაინული ლიტერატურისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დიდი სტენდითა და უამრავი გამომცემლით წარმოდგენა შეუპოვრობის გამოვლინებაცაა, მათი ამ ძალისხმევის მხარდაჭერა და წიგნების პოპულარიზაცია კი ლიტერატურული სამყაროს ვალდებულებაა. ევროპელმა და მსოფლიო გამომცემლებმა მხარდაჭერა უკვე გამოხატეს, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. პროცესში სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთონ".
გვანცა ჯობავა, ქართველი გამომცემელი და გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე
ფოტო: Roger Tagholm / Publishing Perspectives
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალია, 1949 წლიდან ტარდება და მას ათიათასობით ადამიანი ესწრება. წიგნის წლევანდელი ბაზრობა 19-დან 23 ოქტომბრამდე იმართება.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები