ირაკლი კობახიძე

20 Oct. 2022, 19:45

გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში ამ კაცს. მასზე დაყრდნობით რაიმე კომენტარის გაკეთება უბრალოდ არასწორია, თვითონ უკრაინელები არ სცემენ პატივს.

თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ, მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ.

აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოტანოს. გავიმეორებ, ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში.

გვაფრთხილებენ, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავებენ საკუთარ ნაბიჯებს უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის არავის ეშინია. არავითარი შანტაჟის და შიშის ქვეშ ჩვენ მეორე ფრონტს არ გავხსნით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ

ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა უკვე ცნობილია. პრიზი 2 მეცნიერს გადაეცა, ესენი არიან: ანრი…