ირაკლი კობახიძე

21 Oct. 2022, 00:28

[ნინო ლომჯარიასთვის არჩევას] შეცდომას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი შეგნებული ნაბიჯი, მაშინ, თავის დროზე, ნუ იქ ვინ დააყენა ინიციატივა და როგორ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მაშინ შეგნებულად მივეცით პრაქტიკულად ნაცმოძრაობას, მაშინ ოპოზიციაში ისინი იყვნენ, სახალხო დამცველის ოფისი. მაშინ ასე მოხდა — ეს იყო 2017 წელს. იმავეს გამეორებას არ ვაპირებთ. მაშინ რაღაც გარემოებები იყო, რამაც გვიბიძგა აქეთკენ, ნუ, არ ვიცი სწორი იყო თუ არასწორი, მაგრამ ბევრი გარემოება იყო. პრინციპში, ალბათ მაინც სწორი იყო, იმიტომ რომ რაღაცები სდევდა ფონად ამ გადაწყვეტილებას.

დღეს არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ იმას, რომ ნაცმოძრაობას დავუთმოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტი. იმიტომ რომ პირველ რიგში, ჩვენ ვუფრთხილდებით სახალხო დამცველის ინსტიტუტს. თუ რამეს აზიანებდა ნაცმოძრაობის ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, აზიანებდა სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტს. იმიტომ, რომ ის იყო დაკავებული არა ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობით, არამედ პოლიტიკური ინტერესების გატარებით. საგარეო პოლიტიკაშიც კი ერეოდა — სახალხო დამცველი პირდაპირ უკარნახებდა ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას, პირდაპირ საგარეო პოლიტიკას. ნუ საოცრებაა, სასწაულია.

ასეთ რაღაცას ბუნებრივია არ დავუშვებთ. ჩვენ რამე პრობლემა შეგვიქმნა ნინო ლომჯარიამ? არაფერი, ქართულ ოცნებას ვერავითარი პრობლემა ვერ შეუქმნა, მაგრამ სახელმწიფოს აზიანებდა სწორედ იმით, რომ ის არ ახორციელებდა სახალხო დამცველისთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს და ამით ინსტიტუტი ამით ზიანდებოდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, აღარ უნდა დავუშვათ ასეთი რაღაცები. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ინსტიტუტებს და მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  2. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი

როგორც ჩანს, How I Met Your Mother-ის მსახიობები ისეთი ახლო მეგობრები აღარ არიან, როგორც ეს ეკრანზე ჩანს. ჯოშ რედნორმა,…