ვოლოდიმირ ზელენსკი

20 Oct. 2022, 01:42

ცალკე, დღეს მინდა მივმართო ჩვენს ხალხს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რაიონებში. უახლოეს მომავალში ოკუპანტები შეეცდებიან თავიანთ ჯარში კაცების წაყვანას. ყველგან იგივეა, რაც დონეცკში და ლუგანსკში. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ამას. შეეცადეთ, დატოვოთ ოკუპირებული ტერიტორია.

თუ ამას ვერ მოახერხებთ და აღმოჩნდებით რუსეთის სამხედრო სტრუქტურებში, პირველივე შესაძლებლობისას შეეცადეთ დაყაროთ იარაღი და მიხვიდეთ უკრაინის პოზიციებზე. და რაც მთავარია, დაიცავით თქვენი სიცოცხლე. საუცილებლად დაეხმარეთ სხვა ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. ჩვენი საერთო ამოცანა, გავძლოთ. გავძლოთ ამ არაადეკვატურების წინაშე.

რუსეთი ექვი თვე გაურბოდა სიტყვა "ომს", ამისთვის საკუთარი ხალხსაც სჯიდა სისხლის სამართლის საქმეებით და ახლა კი თვითონ აცხადებს საომარ მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ოკუპანტებმა ჩვენს მიწაზე ომი თვითონ მოიტანეს, მუდმივი პრეტენზიებით ვითომ მოლაპარაკებებზე, ახლა კი ხელს აწერენ რაღაც ბრძანებებს, რომლებიც ომს ამყარებს.

აბა, რა ვთქვა – უბრალოდ ისტერიკაა "ამხანაგ ჩეკისტებში". ისტერიკა, რაც უფრო დიდი იქნება რუსეთის დამარცხებასთან ერთად.

ასე უპასუხა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს

თეგეტა ჰოლდინგმა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) ერთობლივი AI წიგნიერების პირველი ეროვნული…