ევროპასთან ისე ახლოს, როგორც არასდროს
ფოტო: ამერიკის ხმა
საქართველომ ევროინტეგრაციისა და განვითარების გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, პირველი, ყველაზე ხელშესახები ბენეფიტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის რეალობად ქცევაა. თუმცა, ევროპულ ქვეყნად ფორმირებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ მათ პრაქტიკაში უზრუნველყოფას გულისხმობს. საქართველოსთვის ამ გზაზე ბევრი მტკივნეული რეფორმის კონტური და მათი რეალიზების აუცილებლობა იკვეთება.
ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რა უნდა იყოს საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯი, რას ითვალისწინებს დღის წესრიგის მომდევნო შესასრულებელი ეტაპი, ან არსებობს თუ არა, ზოგადად, ამგვარი: გაწერილი და მიღებული გეგმა, ეს და ბევრი სხვა, ევროინტეგრაციის მიმართულებით საინტერესო საკითხი იქნა წარმოდგენილი და განხილული საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
მისი ხელმძღვანელი და მასპინძელი, პროფესორი, კორნელი კაკაჩია ამერიკის ხმასთან ამბობს:
„ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა იყოს საქართველოს მხრიდან შემდგომი ნაბიჯი? – ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს, არსებობს, რადიკალური მოსაზრებები, რომ, ვთქვათ, ჩვენ პირდაპირ უნდა შევიტანოთ განაცხადი წევრობაზე. ზოგი ამბობს, რომ ეს ნაადრევია და ამით გავაღიზიანებთ ევროპელ პარტნიორებს, რის შესახებაც კონფერენციის მესამე პანელზე მოვისმინეთ. ჩვენ შევიმუშავეთ ორი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც მოჰყვა გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ევროკავშირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უწყებებმა, რომელთაც ეს პროცესი ეხება.
ჩვენ გვაინტერესებდა, რა არის ამ პოზიციებიდან რეალური. ასევე, გვინდოდა წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ქართული მხარის პოზიცია, არამედ ევროკავშირის პოზიციაც. ამისთვის ჩვენ ბრუსელიდან მოვიწვიეთ ის ოფიციალური პირები, ვისაც უშუალოდ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობა. კონფერენციაზე გამოვიდა დირკ შუებელი, რომელმაც ბრუსელის ხედვა გააჟღერა. საინტერესო იყო, რომ ამით მთლიანი სურათი შეიქმნა, რა მდგომარეობაშია საქართველოს ევროპეიზაციის საკითხი.“
თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური მოთამაშეების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ამერიკის ხმასთან თორნიკე გორდაძემ, საფრანგეთის თავდაცვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა:
„ზოგადი ტენდენცია არის ყველაგან, მათ შორის ევროპაშიც, რომ ტრადიციული პოლიტიკური ელიტების მიმართ ნდობა იკლებს ამომრჩევლებში. მაგალითად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან არც ერთი არ წარმოადგენს ორ მთავარ ძალას, რომელიც არსებობს საფრანგეთში მეხუთე რესპუბლიკის დამყარებიდან, 1958 წლიდან.
რუსეთის მთავარი მიზანია დაასუსტოს ევროკავშირი, დაასუსტოს ყველა გაერთიანება, რაც ბლოკურ გაერთიანებას გულისხმობს დასავლეთში, ეს იქნება ნატო თუ ევროკავშირი
სასიამოვნო ისაა, რომ მიუხედავად ძველი პოლიტიკური ელიტების მიმართ უნდობლობისა, პოპულიზმმა მაინც ვერ გაიმარჯვა. რუსეთის მთავარი მიზანია დაასუსტოს ევროკავშირი, დაასუსტოს ყველა გაერთიანება, რაც ბლოკურ გაერთიანებას გულისხმობს დასავლეთში, ეს იქნება ნატო თუ ევროკავშირი. მისთვის ბევრად უფრო მარტივია ცალკ-ცალკე ესაუბროს ევროპის ქვეყნებს და მისი წონის და ძლიერების გათვალისწინებით, უფრო მარტივად შეეძლება ცალკ-ცალკე ქვეყნებთან საუბარი, ვიდრე გაერთიანებებთან, ამიტომ ევროკავშირი მიაჩნია მას მტრულად, აგრეთვე მიაჩნია საშიშად, რადგან მას გააჩნია მიზიდულობის ძალა. ის იზიდავს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს: მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას. მათაც კი იზიდავს, ვისაც ევროაზიული არჩევანი აქვს გაკეთბული, სომხეთს ვგულისხმობ.“
უნდა გააკეთოს თუ არა განაცხადი საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უკვე ამჟამად, თუ უმჯობესია, მსგავსი წინადადებით ოფიციალურად გამოსვლამდე წევრობისთვის მზადყოფნის უფრო მაღალ ხარისხზე ვიზრუნოთ.
ამის შესახებ ერთ-ერთმა მომხსენებელმა, თამარ ხულორდავამ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კონფერენციაზე:
„ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება შესასრულებელი. ამაზე უნდა მოვახდინოთ ახლა კონცენტრაცია. მე მესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდანაა მოწოდებები იმის თაობაზე, რომ პროაქტიულები ვიყოთ. უფრო სწორად, მე ასე ვიტყოდი, რომ აქტიურები ვიყოთ, რადგან, ვფიქრობ, პროაქტიულები ჩვენ ვართ იმაში რასაც ვაკეთებთ. მაგრამ უფრო აქტიურად ვაჩვენოთ, აქტიურად ვუთხრათ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვინდა წევრობა და ეს გავაკეთოთ განაცხადის ფორმით ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის ჩვენთვის მიზანი, ეს არის ჩვენთვის დანიშნულების წერტილი, სადაც მივდივართ, მაგრამ მე მინდა ისე მივიდეთ იქამდე, რომ რაღაც ისეთი არ გავაკეთოთ, რაც კონტრ–პროდუქტიული იქნება და საბოლოო შედეგის მიღწევაში ხელს შეგვიშლის. ამ ეტაპზე, მე მგონია, რომ კანდიდატობაზე განცხადების გაკეთება, შეიძლება, სწორედ ასეთი ნაბიჯი იყოს დღეს. შეიძლება, ეს ასე არ იყოს ზეგ, მაგრამ დღეს, ყოველ შემთხვევაში ისეთი მოცემულობაა, რომ ჩემი აზრით ამის დრო ახლა არ არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ კაკუნს ევროკავშირის კარზე.“
ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. ამავდროულად, კონფერენციაზე ისიც აღინიშნა, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან, როგორც არასდროს.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები