ეს ხელოვნური ინტელექტი თქვენს სიტყვებს ნახატებად აქცევს — როგორ გამოვიყენოთ Midjourney

ფოტო: Creative Shrimp
AI-ზე დაფუძნებული ნახატების გენერატორი, როგორიცაა DALL-E 2, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია. ხალხს მოსწონს უცნაური სიტყვების შეყვანა და იმის დანახვა, რა გამოდის ამისგან. MidJournay ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა, რომლის გამოყენება უკვე ყველას შეუძლია.
რა არის MidJournay?
სანამ MidJournay-ზე ვისაუბრებთ, მოდით, დავიწყოთ DALL-E 2-ით, რომლის შესახებაც მოსმენილი გექნებათ. DALL-E 2 AI-ზე დაფუძნებული ნახატის გენერატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია. მას სრულიად უბრალო ტექსტიდან აბსოლუტურად ახალი ნახატების შექმნა შეუძლია. თქვენ შეგყავთ სისტემაში "რობოტი ჭამს თამბაქოს" და ის ქმნის ნახატს, სადაც რობოტი მართლაც ჭამს თამბაქოს.
უფრო მარტივ ფუნქციებს შეიცავს Craiyon, ცნობილი როგორც DALL-E mini. ეს უფასო პლატფორმაა, რომლის გამოყენება ყველას შეუძლია, თუმცა ის ისეთი დახვეწილი არაა, როგორც DALL-E 2. შედეგები ხანდახან უცნაურია და რაღაცნაირად ულაზათო, თუმცა მაინც სახალისოა.
Midjourney არის DALL-E 2-ისა და Craiyon-ს შორის. ისიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას, რათა ტექსტზე დაყრდნობით ნახატი დააგენერიროს. შედეგები ხშირად ძალიან კარგია, თუმცა არა ისეთი გასაოცარი, როგორც DALL-E 2-ის შემთხვევაში. მთავარი ისაა, რომ დღეს უკვე ყველას შეუძლია Midjourney-ის ბეტა ვერსიის გამოცდა.
წაიკითხეთ მეტი: ხელოვნური ინტელექტის DALL-E გამოყენებას მალე მილიონობით მომხმარებელი შეძლებს
როგორ გამოვიყენოთ Midjourney-ის ბეტა ვარიანტი
ამ აპლიკაციის ბეტა ვარიანტის გამოყენებისთვის თქვენ გჭირდებათ დისქორდის ანგარიშის გახსნა. ზუსტად დისქორდში უნდა მისცეთ ბოტს ბრძანება, რათა მან სასურველი ნახატი დააგენერიროს. უფასო ავტორიზაციის გავლა დისქორდის ვებგვერდზე შეგიძლიათ. ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ დისქორდის გამოყენება ან ბრაუზერში, ან გადმოწეროთ აპლიკაცია შემდეგ პლატფორმებზე: Windows, Mac, Linux, Android, and iPhone.
მას შემდეგ, რაც შექმნით ანგარიშს, გადახვალთ Midjourney-ის გვერდზე და აირჩევთ "“Join the Beta".

ფოტო: howtogeek
ეს გადაგიყვანთ დისქორდში, სადაც შეგეძლებათ, აირჩიოთ "Accept Invite.”

ფოტო: howtogeek
ამის მერე პლატფორმაზე აღმოჩნდებით. ბეტა არის უფასო ვარიანტი, თუმცა შეგეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, შეიძინოთ სრული წევრობაც
ნახატის დაგენერირებისთვის გადადით “Newcomer Rooms”-ის არხზე. გამოიყენეთ “#newbies-42", თუმცა სხვა ვარიანტებიც გექნებათ.

ფოტო: howtogeek
ტექსტის ჩასაწერ ადგილს შეიყვანეთ image და შემდეგ აკრიფეთ თქვენთვის სასურველი წინადადება.

ფოტო: howtogeek
შედეგად დაგენერირდება ოთხი ნახატი.

ფოტო: howtogeek
როდესაც ნახატების დამზადება დასრულდება, ისინი სხვა შეტყობინებაში გამოჩნდება. ამ დროს თქვენ რამდენიმე დამატებითი ფუნქცია გექნებათ
- U = Upscale (გადიდება): ნახატის დიდი ვერსიის შექმნა
- V = Variation (ვარიაცია): თქვენ მიერ არჩეულ ნახატზე დაყრდნობით სხვა ნახატის დაგენერირება
- Refresh: იმავე წინადადებაზე დაყრდნობით სხვა ახალი ოთხი ნახატის დაგენერირება

ფოტო: howtogeek
ამ შემთხვევაშიც შედეგები ახალი შეტყობინების სახით გამოჩდნება და ამჯერადაც დამატებითი ფუნქციები გექნებათ, რათა შეცვალოთ ნახატები ან მაქსიმალურად გაზარდოთ ზომაში.

ფოტო: howtogeek
ამის მერე თქვენ ნახატის გადმოწერა შეგიძლიათ. დაიმახსოვრეთ, პლატფორმა ზოგიერთ სიტყვას ბლოკავს და ნახატს არ აგენერირებს.

ფოტო: howtogeek
კომენტარები