მისი და მისი მხარდამჭერების ბრალია — ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუშდიზე თავდასხმას ეხმაურება
ფოტო: 360b / Shutterstock | Iranian Foreign Ministry / AP
ცნობილ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას ირანი ოფიციალურად პირველად გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდასხმა მწერლისა და მისი მხარდამჭერების ბრალია.
"ამ შემთხვევაში ირანის დადანაშაულების უფლება არავის აქვს", — ამატებს იგი.
ქანაანის თქმით, "სიტყვის თავისუფლება და მსგავსი სლოგანები რელიგიური რწმენისა და ისლამის საფუძვლების შეურაცხყოფას არ ამართლებს".
ირანის განცხადებაზე საპასუხოდ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომხდარში რუშდის დადანაშაულება "სასაცილოა".
"ეს არ ყოფილა მხოლოდ მასზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე; გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს მას და მის ოჯახს, ამასთან, ვდგავართ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე", — აცხადებს პრემიერმინისტრის წარმომადგენელი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კი დასძენს, რომ ირანი მომხდარის შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას არ ფლობს, რაც მედიაში გავრცელდა.
თუმცა, VICE News-ის ცნობით, რუშდიზე თავდამსხმელს დაპატიმრებამდე, სავარაუდოდ, კონტაქტი ჰქონდა ირანის სამხედრო ძალის ერთ-ერთ შტოსთან, ისლამური რევოლუციის მცველებთან. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმის ორგანიზებაში ირანის მთავრობის მონაწილეობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
თავდასხმა რუშდიზე
ფოტო: Chris Young / AP
ბუკერის პრემიის ლაურეატს, სალმან რუშდის, ნიუ-იორკის შტატში 12 აგვისტოს დაესხნენ თავს. ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი აშშ-ში საჯარო ლექციის წასაკითხად იმყოფებოდა. ღონისძიების სცენაზე ასულ ავტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ; მიყენებული მრავლობითი ჭრილობის გამო იგი ადგილობრივ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, აგენტის თქმით, 75 წლის მწერლის გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მწერალზე თავდამსხმელი ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ლიბანური წარმოშობის 24 წლის კაცი, ჰადი მატარია. გავრცელებული ცნობით, პოლიციის ოფიცრებმა მის მობილურ ტელეფონში ირანის რევოლუციის მცველების ერთ-ერთი ლიდერის ფოტო იპოვეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ რუშდიზე თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, 1980-იან წლებში ირანის ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის, მიერ გამოცემული განკარგულება ყოფილიყო. მაშინ ხომეინიმ მიმდევრებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდა მისი წიგნის, ეშმაკეული აიების, გამო. ამის შემდეგ მწერალს წლების განმავლობაში მალვა და პოლიციის დაცვის თანხლებით სიარული უწევდა.
მართალია, განკარგულება აქამდე ვერ აღასრულეს, თუმცა, ეშმაკეულ აიებთან დაკავშირებული არაერთი ლიტერატორი იქცა სამიზნედ. 1991 წლის ივლისში რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში, სამშობლოში მოკლეს. წიგნის იტალიელ მთარგმნელს, ეტორე კაპრიოლოს, ცივი იარაღით დაესხნენ თავს მილანში. 1993 წლის ოქტომბერში ეშმაკეული აიების ნორვეგიელ გამომცემელს ესროლეს ოსლოშიც.
სალმან რუშდიზე თავდასხმა მსოფლიოში არაერთმა ცნობილმა მწერალმა და პოლიტიკოსმა დაგმო. მათ შორის იყო ცნობილი ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი, რომელმაც ამ განცხადების შემდეგ თავადაც მიიღო სიკვდილის მუქარა.
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
- ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
კომენტარები