შექმნეს ხელოვნური ნეირონები, რომლებიც მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ბუნებრივი
MIT-ის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ წარმატებით შეიმუშავეს ადამიანის სინაფსების ანალოგები, რომლებიც მილიონჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ეს ჩვენი, ადამიანების.
ისევე, როგორც ციფრულ პროცესორებს სჭირდებათ ტრანზისტორები, ანალოგს სჭირდება პროგრამირებადი რეზისტორები. სწორ კონფიგურაციაში მოთავსების შემდეგ, ეს რეზისტორები შეიძლება გამოიყენონ ანალოგური სინაფსებისა და ნეირონების ქსელის შესაქმნელად, ნათქვამია პრესრელიზში.
ეს ანალოგური სინაფსები არ არის მხოლოდ ულტრა სწრაფი, ისინი ასევე საოცრად ეფექტურია. და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული ნერვული ქსელები უფრო მოწინავე და მძლავრი ხდება. შესაბამისად, მათ უფრო და უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ.
ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს აღმოჩენები ხელს შეუწყობს ღრმა სწავლების სფეროსა და ხელოვნური ინტელექტის მზარდ სფეროს.
მკვლევრებმა შეძლეს მიეღწიათ ნანოწამის სიჩქარისთვის, რაც უფრო სწრაფია ვიდრე ადამიანის ტვინში არსებული სინაფსები.
"ბიოლოგიურ უჯრედებში მოქმედების პოტენციალი მატულობს და ეცემა მილიწამების დროით, რადგან ძაბვის სხვაობა დაახლოებით 0,1 ვოლტი შეზღუდულია წყლის სტაბილურობით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ათამდე ვოლტს ნანომასშტაბის სისქეზე, რომელიც ატარებს პროტონებს, მისი სამუდამოდ დაზიანების გარეშე. და რაც უფრო ძლიერია ველი, მით უფრო სწრაფია იონური მოწყობილობები", — განაცხადა მთავარმა ავტორმა და ბირთვული მეცნიერების პროფესორმა ჯუ ლიმ.
რადგან შემუშავებულ მასალას შეუძლია გაუძლოს მაღალ ძაბვებს, ის პროტონებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ კოლოსალური სიჩქარით და ასევე წარმოუდგენლად ენერგოეფექტურად.
ამასთან, მასალა ადვილად დასამზადებელია, რაც მას არა მხოლოდ უსწრაფეს, არამედ პრაქტიკულ ვარიანტად აქცევს.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არ იქნება უფრო სწრაფი მანქანა, ეს კოსმოსური ხომალდია", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები